მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 01  მარტი  2016

    შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან

    2016 წლის 18 თებერვალს, კომპანიამ „AS Georgia“ თბილისის ახალ უბანში მედიის წარმომადგენლებისა და პარტნიორებისთვის საინფორმაციო ტური მოაწყო.


    სტუმრებმა სასიამოვნო გარემოში განიხილეს მომავალი თანამშრომლობის საკითხები, დაათვალიერეს დირსის საცხოვრებელი კომპლექსი, გაისეირნეს კეთილმოწყობილ ბულვარზე მტკვრის პირას და შეაფასეს კომპანიის საქმიანობის შედეგები.


    დირსი, ეს არის თაობებზე გათვლილი საცხოვრებელი გარემო - ახალი ქალაქი ძველ ქალაქში, სადაც შექმნილია სიმყუდროვე და კომფორტული ცხოვრებისთვის საჭირო სრულყოფილი ინფრასტრუქტურა.


    ამ ეტაპისთვის, მშენებლობის პირველი ფაზა დასრულებულია. კორპუსები შესახლებულია, გარემონტებული და ჩაბარებულია 2 614 ბინა.
    კომპანიის მთავარი ღირებულება სოციალური პასუხისმგებლობაა. მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე - სწორედ ამიტომ, კომპლექსში, სპორტული და საბავშვო-გასართობი ინფრასტრუქტურა ძალიან მრავალფეროვანია: ულამაზესი ბულვარი მტკვრის პირას, საველოსიპედო ბილიკები, შადრევანი, სპორტული და საბავშვო მოედნები, მოწყობილი შიდა ეზოები. 2015 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი “English World in Dirsi.”


    დირსის ბინები ახლა უფრო ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის, რადგან მოქმედებს სპეციალური შეთავაზება - პირველი შესატანი მხოლოდ 5 %.


    სიგიჟეა, მაგრამ რეალობაა!

    დირსი - ახალი ქალქი, ძველ ქალაქში


პარტნიორები