კომპანიები
- კომპანიის დაარსების წელი 2007
- პროექტის დამატება
კომპანიის შესახებ:
დეველოპერული კომპანია “სიმეტრია” 2007 წელს დაარსდა. მიუხედავად მოკლევადიანი საქმიანობისა, რამდენიმე წარმატებულად განხორციელებული პროექტის შედეგად, კომპანიამ კლიენტების და პარტნიორების ნდობის მოპოვება შეძლო.
კომპანიამ საქმიანობა ყაზახური ინვესტიციის მოზიდვის შედეგად დაიწყო. დაიგეგმა რამდენიმე დეველოპერული პროექტი, თუმცა 2008 წლის ომმა და ეკონომიკურმა კრიზისმა ამ პროექტების განხორციელებას ხელი შეუშალა.
2010 წელი კი კომპანიის ისტორიაში ახალი ეტაპის დასაწყისად იქცა – განახლდა თანამშრომლობა ყაზახ პარტნიორებთან, დაიწყო ახალი პროექტები, დაარსდა კომპანიის შვილობილი კომპანიები.
ჩვენს ძირითად საქმიანობას დეველოპერული პროექტების განხორციელება და სასტუმროების განვითარება წარმოადგენს. დეველოპერული მიმართულებით “სიმეტრიას” ორი შვილობილი კომპანია ჰყავს: შპს “ადია” და შპს “გლდანი მოლი”.
სასტუმროების განვითარებას კი კომპანია Best Western-ის ქსელის მეშვეობით ახორციელებს, რომლის ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსი მან 2013 წლის ნოემბერში მოიპოვა.
კომპანიის უმთავრესი მიზანი საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე მყარი პოზიციის დამკვიდრებაა. ამ მიზნის მისაღწევად კომპანიის ამოცანა მიმდინარე პროექტების შეუფერხებელი გაგრძელება და წარმატებული დასრულებაა. გარდა ამისა, კომპანია აქტიურად მუშაობს ინვესტიციების მოზიდვაზე მის მიერ ინიცირებული პროექტებისთვის.