კომპანიები
- გსურთ კომპანიის საკონტაქტო ?
- კომპანიის დაარსების წელი 2008
- პროექტის დამატება
კომპანიის შესახებ:
ყველაფერი დაიწყო 2008 წელს. წარმატებულმა ბიზნესმენებმა გადაწყვეტილება მიიღეს თავისი წვლილი შეეტანათ ქ. ბათუმის ინფრასტუქტურულ განვითარებაში და კაპიტალდაბანდება განეხორციელებინათ უძრავი ქონების ბიზნესში. ამ მიზნით ჩამოყალიბდა სამშენებლო ჯგუფი, რომელმაც თავისი პირველი პროექტი განახორციელა ქ. ბათუმში ფარნავაზ მეფის 133-ში. პირველივე მცდელობა წარმატებული გამოდგა, მრავალბინაიანი საცხოვრებელი სახლი არქიტექტორული მშვენიერების, ბინების შიდა გეგმარების და მშენებლობის ხარისხის ურთიერთშეჯერებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ პროექტი შეყვანილი იქნა წარმატებული სამშენებლო პროექტების ნუსხაში, რომელიც შემდგომში გამოიცა ერთ კატალოგად. წარმატებებმაც არ დააყოვნა, მოქნილი ფასების და გადახდის პირობების შეთავაზებით საცხოვრებელი ბინები და არასაცხოვრებელი ფართები გაიყიდა რეკორდულად მოკლე დროში. ასე ჩაეყარა საფუძველი სამშენებლო დეველოპერულ კომპანია შპს „რუბიკონს".