კომპანიები
- გსურთ კომპანიის საკონტაქტო ?
- კომპანიის დაარსების წელი 2014
- პროექტის დამატება
კომპანიის შესახებ:
რივიერა შეკვეთილი წარმოადგენს თანამედროვე, დახვეწილ საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც შედგება 5 საცხოვრებელი კორპუსისაგან,
რაც საერთო ჯამში 150 განთავსების ობიექტს ქმნის. შენობებში განთავსებულია სტუდიო ტიპის აპარტამენტები უმაღლესი ხარისხის დასრულებული რემონტით. კორპუსის პირველ სართულზე არის კაფე და რესტორანი. თითოეულ შენობას გააჩნია იზოლირებული ეზო და საბავშვო მოედანი.
პროექტი განთავსებულია შავი ზღვის სანაპიროს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში - კურორტ შეკვეთილში, რომელიც ცნობილია მაგნიტური, სამკურნალო ქვიშითა და საუცხოო ფიჭვნარით. რივიერა შეკვეთილის ყველა ბინიდან ხედები იშლება ზღვაზე, ბახმაროს ულამაზეს მთებზე და ბათუმზე.
რივიერა შეკვეთილიდან 2 წუთის სავალზე მდებარეობს ამიერკავასიაში ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა“ და ატრაქციონების პარკი „ციცინათელა“.