კომპანიები
- გსურთ კომპანიის საკონტაქტო ?
- კომპანიის დაარსების წელი 2007
- პროექტის დამატება
კომპანიის შესახებ:
კომპანია „Like house“ ერთ-ერთი პირველი გამოჩნდა ქართულ სამშენებლო და დეველოპერულ ბაზარზე საქართველოში.
კომპანიას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი, სამშენებლო ბაზრის განვითარებასა და ფუნქციონირებაში,
რაც, თავის მხრივ, განპირობებულია მრავალწლიანი გამოცდილებით და პროფესიონალი კადრებით, დაკომპლექტებული გუნდით.
კომპანიის ისტორიის ათვლა 2006 წელს იწყება, როდესაც, დაიწყო პირველი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ბათუმში,
კობალაძის ქუჩაზე;
2007 წელს კი - „VOX“-ის მშენებლობა დაიწყო.
მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლის კობალაძის ქუჩაზე, რომელიც, იმ დროისათვის ყველაზე მასშტაბური პროექტი იყო ქალაქ ბათუმში.
„VOX“ -მა „წლის ინოვაციური პროექტის“ ჯილდო მიიღო და ახალი ბათუმის სიმბოლოდ იქცა;
2006 წლიდან დღემდე კომპანიას აქვს განხორციელებული 10 სამშენებლო პროექტი.
აღსანიშნავია რომ, ყველა ობიექტის მშენებლობა, ვადაში და ჯეროვნად იქნა შესრულებული.
ამ ეტაპზე „Like house“-ში დასაქმებულია 250-ზე მეტი ადამიანი;
კომპანიამ უმოკლეს ვადაში შეძლო, მაღალი ხარისხის მქონე და სანდო ჯგუფის სტატუსის მოპოვება;
მთავარი მიზანი კი, მომხმარებლის ლოიალობის მაღალი დონის შენარჩუნება და ახალი, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაა ახალ სამშენებლო პროექტებში;