კომპანიები
კომპანიის შესახებ:
კომპანია „ჩემი სახლი“ წარმოადგენს საინვესტიციო კომპანიას რომელიც ახორციელებს საქართველოში საცხოვრებელი და კომერციული (მრავალფუნქციური) კომპლექსის მშენებლობას თბილისში, საბურთალოს რაიონი, უნივერსიტეტის ქუჩა 5.კოპლექსის ბრენდირებული დასახელებაა „ გრინ ჰილ რეზიდენსი“ GREEN HILL RESIDENCE TBILISI.
კომპანია „ჩემი სახლი“ საკუთრებაში ფლობს 36000მ2 მიწის ნაკვეთს ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონი, უნივერსიტეტის ქუჩა 5. არსებულ მიწის ნაკვეთზე დაპროექტებულია თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად საცხოვრებელი,კომერციული და სარეკრიაციო ზონები. პროექტის არქიტექტურა სრულიად განსხვავებულია საქართველოში აქამდე განხორციელებული მსგავსი პროექტებიდან, რაც მიუთითებს იმაზე რომ საინვესტიციო კომპანია ორიენტირებულია ქალაქის თანამედროვე განაშენიაბის პრინციპებზე და მეტ კრეატივზე.
პროექტის მენეჯმენტს და ზედამხედველობას ახორციელებს საერთაშორისო კომპანია LCONS-ი, რომელიც გამოცდილია მსგავსი პროექტების დაგეგმვაში და განხორციელებაში.
საამშენებლო პროექტირების ავტორია ადგილობრივი კომპანია URBANICA, რომელიც ახორციელებს მთლიანი კომპლექსის არქიტექტურულ,კონსტრუქციულ და საინჟინრო კომუნიკაციების პროექტირებას.