კომპანიები
- კომპანიის დაარსების წელი 2007
- პროექტის დამატება
კომპანიის შესახებ:
არქიტექტურულ-სამშენებლო კომპანია შპს “ჯორჯიან ჰაუზი” დაფუძნდა 2007 წლის 26 ივნისს, კომპანიამ მოღვაწეობა დაიწყო საბროკერო საქმიანობითა და კერძო შეკვეთებზე მუშაობით, რამოდენიმე შეკვეთის წარმატებულად შესრულების შემდეგ 2008 წლის მაისიდან ჯორჯიან ჰაუზის გუნდი მუშაობას იწყებს საცხოვრებელი სახლის პროექტზე ქ. თბილისში, გურამიშვილის გამზირი #12a, კორპ. #5 ჯაში 13 სართულიანი კომპლექსის მშენებლობა იწყება 2009 წლის თებერვლიდან, მშენებლობა მიმდინარეობს 2009 წლის ოქტომბრამდე, შემდეგ კრიზისის გამო მშენებლობა ჩერდება, 2010 წლის სექტემბრიდან ჯორჯიან ჰაუზი სს “საქართველოს ბანკთან” და სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაისთან" ერთად მუშაობს საქართველოში ჯერჯერობით უპრეცედენტო პროექტზე: “შევავსოთ სახლი” რომელმაც კომპანიას გაჩერებული მშენებლობის ამუშავების საშუალება მისცა
2010 წლის დეკემბრის ბოლოს პროექტი “შევავსოთ სახლი” წარმატებით სრულდება
და 1-ლი ბლოკის მშენებლობა გრძელდება 2011 წლის იანვრიდან, ხოლო მე-2
ბლოკის მშენებლობა განახლდა 2011 წლის სექტემბრიდან.
მშენებლობის პროცესში ჩვენი გუნდი ზედმიწევნით აკონტროლებს მშენებლობის ხარისხს, ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის სამშენებლო ბეტონს და არმატურას (იხ. პარტნიორები) ამავე დროს აღსანიშნავია ისიც რომ ჯორჯიან ჰაუზი ამ ეტაპზე ახორციელებს მხოლოდ ერთ (ზემოთაღნიშნულ)სამშენებლო პროექტს და არ არის მსხვილ ვალდებულებათა მატარებელი კომპანია, ეს საშუალებას აძლევს ჩვენს გუნდს კონცენტრირება მოახდინოს მხოლოდ ერთ პროექტზე და ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულებები, დაარსებიდან დღემდე ჯორჯიან ჰაუზის დამფუძნებელი და დირექტორი არის ირაკლი ლომთათიძე