კომპანიები
- გსურთ კომპანიის საკონტაქტო ?
- კომპანიის დაარსების წელი 2015
- პროექტის დამატება
კომპანიის შესახებ:
კომპანიის ძირითად საქმიანობას მშენებლობა წარმოადგენს. ამ დროისთვის კომპანიას დაგროვილი აქვს ერთმანეთისგან განსხვავებული პროექტების განხორციელების კომპეტენცია, როგორებიცაა მიწისქვეშა ავტოსადგომი, საცხოვრებელი-საოფისე სახლები და სასტუმრო-სავაჭრო-გასართობი ცენტრები.
კომპანიის უმთავრესი მიზანი საქართველოს სამშენებლო ბაზარზე მყარი პოზიციების დამკვიდრებაა. მისი კონკურენტული უპირატესობა, რის გამოც დამკვეთი არჩევანს აკეთებს არის ის, რომ მისთვის მიცემული პირობა ზედმიწევნით სრულდება, ურთიერთობა მარტივი, კომფორტული და გამჭვირვალეა.
ამ დროისთვის კომპანიას სტრატეგიული კომპეტენციები დაგროვილი აქვს სამუშაოების დაგეგმვაში, ეფექტურად შესრულებაში, რისკების დროულად აღმოფხვრაში, პროექტების წინასწარ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად მართვაში და დამკვეთებთან მოქნილ ურთიერთობაში.