კომპანიები
- კომპანიის დაარსების წელი 2013
- პროექტის დამატება
კომპანიის შესახებ:
სამშენებლო კომპანია აპექს დეველოპმენტი 2013 წელს დაარსდა. კომპანიამ, რომელიც დაფუძნებულია დიდ შრომაზე, ნდობასა და იმ ღირებულებების ინტეგრირებაზე, რომელიც ფასეულია ყველასთვის, ადვილად მოიპოვა მომხმარებლების ნდობა. კომპანიის საქმიანობის მიმართულებაა საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა.
აპექს დეველოპმენტი თანამშრომლობს ავსტრიულ კომპანია “DOKA”-სთან, რომელიც წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანიას. DOKA-ს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით აპექსი თითოეულ პროექტს დროის მცირე მონაკვეთში ხარისხიანად ასრულებს.
წარმატება, რომელიც აპექს დეველოპმენტმა 2013 წლიდან დღემდე მოიპოვა ძლიერი მენეჯმენტის, ღია ფინანსური პოლიტიკის და ბაზრის სწორი ანალიზის შედეგია. კომპანიის მიერ შექმნილი პროექტები პასუხობენ ყველა სტანდარტს და ამავე დროს იდეალურად ერწყმის თბილისის იერსახეს და განაშენიანების გეგმას. თითოეული პროექტი არის მიმართული იმისკენ, რომ ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიტანონ მათთვის მისაღები ცვლილებები. აპექს-ის გუნდს აქვს ინდივიდუალური მიდგომა მომხმარებლების მიმართ, რათა შეცვალონ მათი ცხოვრება უკეთესობისკენ და აგრძნობინონ მათ სიმყუდროვე და კომფორტი.
კომპანიამ შექმნა სამუშაო ადგილები და დღეს მშენებლობაზე 150-მდე მუშაა დასაქმებული. უკეთესობისკენ შეიცვალა იმ მობინადრეთა მდგომარეობა, რომელთა საცხოვრებელი ფართების (ძველი ბარაკები, ნახევრად დანგრეული სახლები) ადგილზე აშენდა თანამედროვე, უახლესი სტანდარტის საცხოვრებელი კორპუსები. მათ გაუუმჯობესდათ ყოველდღიური პირობები სასურველი უბნის შეცვლის გარეშე.
აპექს დეველოპმენტი არის კომპანია, რომელსაც აქვს იმის რესურსები და შესაძლებლობები, რომ შექმნას კაპიტალი, დააპროექტოს, ააშენოს და შემდეგ მართოს ინფრასტრუქტურა, რომელსაც შეუძლია ცხოვრების გაუმჯობესება.