კომპანიები
- კომპანიის დაარსების წელი 2010
- პროექტის დამატება
კომპანიის შესახებ:
კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მშენებლობა. ჩვენი ორგანიზაცია უზრუნველყოფს საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის სრული პაკეტის ან მისი ნებისმიერი ნაწილის შესრულებას, მათ შორის:
• საცხოვრებელი, სასტუმრო, საზოგადოებრივი, სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების, ასევე მათი კომპლექსების მშენებლობას;
• სამშენებლო პროექტებისა და საპროექტო საქმიანობის მენეჯმენტს;
• დიზაინის, გაფორმებისა და კეთილმოწყობის სამუშაოების განხორციელებას;
• სამშენებლო კონსტრუქციებისა და ნაკეთობების წარმოებას, მათ შორის: მონოლითური ბეტონისა და რ/ბეტონის, ლითონის, სადურგლო, მეტალოპლასტმასის, ალუმინის, მცირე საკედლე და სატიხრე ბლოკების ჩათვლით.
კომპანიის რესურსები
ადამიანური რესურსები:
დაახლოებით 1500 კვალიფიციური კადრი (ადმინისტრაციის, ინჟინერ-ტექნიკური და მუშა პერსონალის ჩათვლით);
გუნდურ მმართველობაზე დაფუძნებული სტრუქტურა შემდეგი დანაყოფებით:
• ტექნიკური განყოფილება;
• წარმოების სამსახური;
• ფინანსური დეპარტამენტი;
• შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის სამსახური;
• გეოდეზიური სამსახური;
• იურიდიული დეპარტამენტი.
მატერიალურ-ტექნიკური რესურსები:
• 70 000 მ2-დე ფართის სამეურნეო ეზოები, აქედან: 40 000 მ2 ბათუმში და 30 000 მ2 თბილისში;
• 10 000 მ2-დე ფართის დახურული სასაწყობე მეურნეობები ბათუმსა და თბილისში;
• ბეტონის მწარმოებელი კვანძი (ELCON-ის ფირმის) წარმადობით 120 მ3 საათში;
• ინერტული მასალების გადამამუშავებელი საამქრო წარმადობით 100-120 მ3 საათში;
• ლითონის კონსტრუქციებისა და ნაკეთობების დამზადების საამქრო;
• სადურგლო საამქრო;
• ალუმინისა და მეტალო-პლასტმასის ნაკეთობათა დამზადების საამქრო;
• მცირე საკედლე და სატიხრე ბლოკების დამამზადებელი საამქრო.
სამშენებლო მანქანა-მექანიზმები და ტრანსპორტი:
80-ზე მეტი ერთეული სხვადასხვა სახის მანქანა-მექანიზმი და ტრანსპორტი, მათ შორის: კოშკურა ამწეები, მობილური ამწე-მექანიზმები, ბეტონის საქაჩი ტუმბოები, სატვირთო ავტომანქანები, ავტო-თვითმცლელები, დამტვირთავები, ბულდოზერები და სხვა სპეც. დანიშნულების სამშენებლო მანქანა მექანიზმები, დანადგარები და მოწყობილობები.
ფინანსური რესურსები:
წლიური ბრუნვა წელი მოცულობა (ლარი)
2007 ………. 25,820,200.00
2008 ………. 30,228,320.00
2009 ………. 12,787,068.00
2010 ………. 36,996,376.00
2011 ………. 54,572,999.00
2012 ………. 84,016,000.00
2013 ………. 53,902,462.00 - სამი კვარტლის მონაცემი
ხარისხის უზრუნველყოფის და კონტროლის სისტემა:
ISO 9001:2008–ზე დაფუძნებული ხარისხის მენეჯმენტის სისტემა
• სამუშაოებში გამოყენებული მასალების და ნაკეთობების აუცილებელი სერტიფიცირება;
• აუცილებლობის შემთხვევაში სამუშაოებში გამოყენებული მასალების და ნაკეთობების ლაბორატორიული შემოწმება;
• სამშენებლო სამუშაოების ხარისხის საწყისი, საწარმოო-ოპერაციული და მიღების კონტროლი.
ანაგი თბილისი:
2010 წლიდან კომპანიამ აქტიურად დაიწყო თბილისის სამშენებლო ბაზარზე დამკვიდრება, რისთვისაც სამშენებლო პროექტების სათანადო მართვის უზრუნველყოფის და რესურსების უკეთ ორგანიზების მიზნით დააფუძნა კომპანია შპს "ანაგი თბილისი".