მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

Alliance Privilege

მშენებლობის დასრულება:
2/ წელი     2/ თვე     2/ კვირა     15/ დღე
დეტალური არწერა:
2963
ფასი: 3 000 ¢- დან - 1 მ2

 „ალიანს ჯგუფის" პროექტის საინვესტიციო ღირებულება 80 მილიონი აშშ დოლარია და მასში ყველა ის ინფრასტრუქტურა გაერთიანდება, რომელიც სუპერთანამედროვე კომპლექსებისთვის არის დამახასიათებელი: მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი, საცურაო აუზი ზღვის წყლით, სპა, ფიტნეს ცენტრი, კაფეები,რესტორნები, რეგიონში ყველაზე დიდი კაზინო და ა.შ. კომპლექსის მშენებლობაშიკი გამოიყენება ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური მასალები.


პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებას წინ უძღვოდა 2018 წლის 8 თებერვალს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, „ალიანს ჯგუფის" და „მარიოტ ინტერნეიშენალის" წარმომადგენლებს შორის ხელმოწერილი მორიგი ფრანჩაიზის ხელშეკრულება, რომლითაც საქართველოში რიგით მე-8 „მარიოტის" განთავსების ადგილად ბათუმის „ალიანს ფრივილიჯი" შეირჩა.

 



„ალიანს პალასის" შემდეგ, რომელშიც 2019 წელს „ქორთიარდ მარიოტი" დაიწყებს მუშაობას, ბათუმში ეს „მარიოტ ინთერნეიშენალის" ბრენდის ქვეშ გაერთიანებული მეორე სასტუმრო იქნება. გლობალური ბრენდი "მარიოტ ინთერნეშენელი" მსოფლიო მასშტაბით 120-ზე მეტ ქვეყანაში 6000-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს და „ალიანს ჯგუფთან" პირველი თანამშრომლობა 2015 წელს დაიწყო. ("მარიოტისთვის", რომ საქართველო ბრენდის განვითარების წარმატებული ბაზარია, ამას სასტუმროების წამყვანი საერთაშორისო ქსელის სახელით ქვეყანაში წარმოდგენილი სხვადასხვა პროექტებიც ადასტურებს.

„ჩვენი პირველი ერთობლივი პროექტი "ქორთიარდ მარიოტი" ბათუმში "ალიანს პალასის" მრავალფუნქციურ კომპლექსში ძალიან წარმატებული აღმოჩნდა" - აღნიშნავს "ალიანს ჯგუფის" გენერალური დირექტორი აკაკი სონგულია. მისი თქმით, "ალიანს პალასში" აპარტამენტების 95% უკვე გაყიდულია. კომპანია "ალიანს პალასის" მშენებლობას ბათუმში 2018 წელს ასრულებს, 2019 წლის აპრილში კი მრავალფუნქციურ კომპლექსში სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტი" გაიხსნება.
 




"ჩვენ არ ვაშენებთ მხოლოდ შენობებს, ჩვენ ვაშენებთ ბიზნესს. ეს არის ჩვენი კომპანიის ბიზნესი, ეს არის ინდივიდუალური ინვესტორების - აპარტამენტების მესაკუთრეების ბიზნესი, რომლებიც თავიანთ მფლობელობაში არსებულ ქონებას საერთაშორისო მენეჯმენტ კომპანიის მეშვეობით აქირავებენ და იღებენ მუდმივი შემოსავლის წყაროს, ეს არის ტურიზმის ბიზნესი, ჩვენ ვქმნით ტურისტების გასაჩერებელ პრემიუმ კლასის ქონებას, ისინი კი ჩამოდიან უფრო და უფრო მეტნი და ფულს საქართველოში ხარჯავენ, ეს არის ბიზნესი ჩვენი ქვეყნისთვის," - ამბობს აკაკი სონგულია.

"ალიანს ჯგუფი" მსოფლიოს უმსხვილესი სასტუმროების ქსელებთან ერთად ოთხ მიმდინარე სამშენებლო პროექტზე მუშაობს: ALLIANCE PALACE-ი ბათუმში, სადაც COURTYARD BY MARRIOTT HOTEL-ი განთავსდება, ALLIANCE PRIVILEGE-ი ბათუმში, სადაც MARRIOTT HOTEL-ია წარმოდგენილი, ALLIANCE RESORT-ი გოდერძის უღელტეხილზე, რომელიც RAMADA HOTEL-ს წარმოგვიდგენს, და ALLIANCE HIGHLINE-ი თბილისში WYNDHAM GARDEN HOTEL-თან ერთად.

ბოლო 13 წლის მანძილზე ალიანს ჯგუფს პრემიუმ-კლასის მშენებლობებში $200-მილიონიანი ინვესტიცია აქვს განხორციელებული, მიმდინარე ინოვაციურ პროექტებში კი "ალიანს ჯგუფი" ჯამში $210 მილიონს აბანდებს.

 

 


 ვრცლად: ალიანს ჯგუფის პროექტები

Alliance Palace:
Alliance Highline:
Alliance Privilege:

 Alliance Goderdzi

 


#AlliancePrivilege #AlliancePalace #AllianceGroup #AllianceHighline #AllianceBatumi #AllianceTbilisi #AllianceTHouse #Alliancegoderdzi

შეძენის პირობები:
  • შიდა განვადების პირობები:

    Alliance Privilege - დეტალური ინფორმაცია უახლოეს პერიოდში აისახება

  • ერთიანი გადახდით შეძენის პირობები:

    Alliance Privilege - დეტალური ინფორმაცია უახლოეს პერიოდში აისახება

მსგავსი მშენებლობები
  • ალიანს პალასი

    • ფასი: 0 ¢
    • კვ.მ: 27.0 - დან
    • ადგილი: ბათუმი
    • თეთრი კარკასი

პროექტის ავტორი:

ბინის სპეციფიკაციები

Alliance Privilege - დეტალური ინფორმაცია უახლოეს პერიოდში აისახება


პარტნიორები