მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

მწვანე ალმასი

მშენებლობის დასრულება:
0/ წელი     8/ თვე     1/ კვირა     12/ დღე
დეტალური არწერა:
3818
ფასი: 0 ¢- დან - 1 მ2

საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ალმასი“ 69.444 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთს მოიცავს, საიდანაც გამწვანებულ ტერიტორიას 23.143 კვ.მ. ფართი უკავია. კომპლექს „მწვანე ალმასში“ სულ 1772 ბინაა. კომპლექსში ბინის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი მიიღებს ბინას დასრულებული რემონტით:


სამზარეულო ავეჯით, ჩაშენებული გაზქურით, ღუმელით და გამწოვით
ბინაში დამონტაჟდება ინდივიდუალური გათბობის ქვაბი. თითოეული ოთახის ფართის გათვალისწინებით დაყენდება პანელური რადიატორები, სააბაზანო ოთახებში - საშრობები
სველი წერტილი გარნიტურით: ხელსაბანი ნიჟარა კარადით, აბაზანა ან საშხაპე.
დენის, გაზის და წყლის მრიცხველები
მასიური რკინის შესასვლელი კარი პანელით
მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ორმაგი შემინვით
სააბაზანოს, შესასვლელისა და სამზარეულოს იატაკი (დაგეგმარების მიხედვით) დაიფარება კერამიკული ფილებით, ოთახებში კი დაიგება ლამინირებული იატაკი.
ელექტრო ჩამრთველების რაოდენობას ოთახის ფართი განსაზღვრავს. დამატებითი ჩამრთველები გათვალისწინებულია გათბობის ქვაბისთვის, აივნებისთვის და ტერასებისთვის.
ბინაში შეყვანილი იქნება ერთი სატელეფონო ხაზი.
მისაღებ ოთახში გათვალისწინებულია თითო შესაერთებელი ინტერნეტის კაბელისათვის.
ტელევიზიის ანტენა, კომუნიკაციები მისაღებ და მთავარ საძინებელ ოთახში მოეწყობა. მობინადრეს დეკოდერის და რესივერის შეძენის შემთხვევაში შესაძლებლობა ექნება თავად აირჩიოს მაუწყებელი.
ყოველ ბინაში ინდივიდუალურად დამონტაჟდება ინტერკომის სისტემა.
კონსტრუქციული ნაწილი



,,მწვანე ალმასის“ მშენებლობისას გამოყენებული იქნება C30 მარკის ბეტონი. შენობა-ნაგებობები იგება მონოლითური რკინა-ბეტონის კარკასული კონსტრუქციით.
საცხოვრებელი კომპლექსის პროექტირებისას რეგულაციებით მოთხოვნილი ყველა პირობა დაცულია.
მთელს ტერიტორიაზე ჩატარებულია გეოდეზიური კვლევები.

შენობა ნაგებობები სეისმომედეგია და კომპლექსში გათვალისწინებულია მეხამრიდების სისტემა.

ინფრასტრუქტურა

ღია სპორტული მოედნები
სამფარიანი კალათბურთის სათამაშო სივრცე
დახურული ფიტნეს კლუბი
სასეირნო და სარბენი ბილიკები
საცურაო აუზები
გასარუჯი სივრცეები
მარკეტი და აფთიაქი
კაფე-რესტორნები
სათამაშო მოედნები
საბავშვო ბაღი
სკოლა

შეძენის პირობები:
  • შიდა განვადების პირობები:

    შიდა განვადება: 10% პირველადი შენატანი, 30% ყოველთვიური შენატანი, 60% შენატანი დასრულებისას

  • ერთიანი გადახდით შეძენის პირობები:

    -15% ფასდაკლება ერთიან გადახდაზე 10% მდე ფასდაკლება 50% გადახდის შემთხვევაში

მსგავსი მშენებლობები

პროექტის ავტორი:

საკონტაქტო ინფორმაცია

995 32 200 10 10
info@greendiamond.ge
http://greendiamond.ge
თბილისი, ფანჯიკიძის 22

ბინის სპეციფიკაციები