მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 04  დეკემბერი  2017

    ქართველ სპეციალისტებს გელათის უნიკალური მხატვრობა და მოზაიკა ციფრულ ფორმატში გადააქვთ

    ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით დაიწყო გელათის სამონასტრო კომპლექსის უნიკალური ფრესკების სკანირებისა და დოკუმენტირების პროცესი. გელათის სამონასტრო კომპლექსი — ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი. აგებულია ქუთაისითან ახლოს. 1106 წელს დააარსა დავით აღმაშენებელმა...

    ვრცლად
  • 01  დეკემბერი  2017

    არგვეთას სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა სრულდება

    საავტომობილო გზების დეპარტამენტი E-60 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის არგვეთას სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთის მშენებლობას ახორციელებს. პროექტი ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მონაკვეთზე ხორციელდება. არგვეთის სატრანსპორტო კვანძი ზესტაფონის რაიონის ტერიტორიაზე, სოფელ არგვეთაში იწყება. სატრანსპორტო კვანძის...

    ვრცლად
  • 30  ნოემბერი  2017

    სოფელ როდინაულში სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულის 15 კილომტერიანი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გაგი ბუაძე გაეცნო. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები...

    ვრცლად
  • 29  ნოემბერი  2017

    ქუთაისის ცენტრში ეკლესიის მშენებლობა დაიწყო

    ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ბაგრატ მესამესა და დავით აღაშენებლის სახელობის ორსართულიანი, ჯვარგუმბათოვანი ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის დაწყება ქუთათელ - გაენათელმა მეუფე კალისტრატემ ტერიტორია აკურთხა და პარაკლისი გადაიხადა. ქალაქის მერმა განაცხადა, აღნიშნულ ადგილზე ძველ დროსაც ეკლესია იყო განთავსებული და მისასალმებელია, რომ ახლაც ეკლესია...

    ვრცლად
  • 27  ნოემბერი  2017

    საბჭოთა ნანგრევები და გამქრალი ინდუსტრია ქუთაისში (ფოტორეპორტაჟი)

    საბჭოთა ხელისუფლების დაშლასთან ერთად, ქუთაისში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, მსხვილი საწარმოები დაიხურა, გაიძაცვა შენობები და მოიშალა ინფრასტრუქტურა. შეწყდა ადგილობრივი წარმოება.  დროთა განმავლობაში საწარმოების ნაწილი აღდგა, თუმცა, შეცვლილი ფუნქციებით და შემცირებული მასშტაბებით. ფუნქციონირება შეწყვიტა კავკასიის რეგიონში უდიდესმა "ქუთაისის სავტომობილო...

    ვრცლად
  • 27  ნოემბერი  2017

    „საქართველოს მელიორაცია“ ხონი-სამტრედიის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას ახორციელებს

    სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია იმერეთში, ხონი-სამტრედიის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას ახორციელებს. როგორც „კომერსანტს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სხვადასხვა სამუშაოები; ნაგებობის მდგრადობის შესანარჩუნებლად ეწყობა ხიმინჯები, რომლის გარშემო კეთდება მონოლითური...

    ვრცლად
  • 24  ნოემბერი  2017

    მიმდინარე წელს ქუთაისის მერიამ მშენებლობა-დემონტაჟისთვის 277 ნებართვა გასცა

    „ნიუპრესისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, ნებართვა, როგორც კერძო და მაღალსართულიანი კორპუსების, ასევე სასტუმროების, სკოლის და სამედიცინო დაწესებულებების მშენებლობისათვის გაიცა. მერიის მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად, წელს ქუთაისში სამშენებლო ნებართვა გაიცა 22 მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე. 2017 წელს გაიცა ასევე 14 სასტუმროს მშენებლობის ნებართვა, ამაში...

    ვრცლად
  • 22  ნოემბერი  2017

    ავტობანის რიკოთის მონაკვეთზე 3 გვირაბი და 11 ხიდი აშენდება

    ავტობანის რიკოთის მონაკვეთზე 3 გვირაბი და 11 ხიდი აშენდება. გაზაფხულზე წარდგენილ პროექტში ცვლილება შევიდა, რამაც კიდევ 1 გვირაბის გაყვანის აუცილებლობა წარმოქმნა. ჩუმათელეთსა და ხევს შორის მთავარი გვირაბი 1750 მეტრი იქნება და ის არსებული გვირაბის პარალელურად გაივლის, რაც შეეხება კიდევ 2 გვირაბს ერთი რიკოთამდე აშენდება, მეორე კი, დიდი გვირაბის შემდეგ. მათი სიგრძე 350 მ და 470 მ...

    ვრცლად
  • 21  ნოემბერი  2017

    მდინარე ყვირილაზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა აქტიურად გრძელდება

    საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი ბაღდათის საავტომობილო გზის მე-3 კმ-ზე მდ. ყვირილაზე ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს. საქართველოს მასშტაბით 2017 წლის ბოლომდე დაგეგმილია 31 ხიდის რეაბილიტაცია და 16 ახალი ხიდის მშენებლობა. იმერეთის რეგიონში 2017 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა 11 სახიდე გადასასვლელს, დღეის...

    ვრცლად
  • 20  ნოემბერი  2017

    ხონის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა სრულდება

    ქვეყნის მასშტაბით 40-ზე მეტი ახალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. წლის ბოლომდე დასრულდება 16 ობიექტის მშენებლობა, ხოლო დარჩენილი ნაწილი 2018 წელს შევა ექსპლუატაციაში. ერთ-ერთი თანამედროვე ტიპის, ახალი ცენტრი შენდება ხონში. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები რამდენიმე კვირაში დასრულდება. სამუშაოები რეგიონებში...

    ვრცლად

პარტნიორები