სიახლეები
-
აზიის განვითარების ბანკი გუდაურში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობას დააფინანსებს
აზიის განვითარების ბანკი (ADB) გუდაურში წყალმომარაგების სისტემის მეორე ფაზის, წყალარინების სისტემისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას დააფინანსებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რაგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის ბოლოს დაიწყება. სამთო-სათხილამურო კურორტზე წყალმომარაგების...
ვრცლად -
ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს დამატებით 250 მილიონ ევროს გამოუყოფს
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურისთვის დამატებით 250 მლნ. ევროს გამოუყოფას განიხილავს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, საკითხზე მაია ცქიტიშვილის და EIB -ის წარმომადგენელს სებასტიან ჰუსონ დე სამპინის შეხვედრაზე იმსჯელეს. ევროპის საინვესტიციო ბანკმა, „საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტი“-ს...
ვრცლად -
კეთდება ბათუმისთვის !
ქალაქ ბათუმში არსებული პრობლემების აღრიცხვა და მათზე დაუყოვნებლივ რეაგირების ღონისძიებები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ბათუმის მერიის სწრაფი რეაგირების ჯგუფმა არაერთი საკითხის უმოკლეს ვადაში გადაჭრა შეძლო. ბათუმის მერია/Batumi City Hall
ვრცლად -
ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი შენდება
ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი შენდება. კომპლექსი მოიცავს სპორტული ტანვარჯიშის, ბერძნულ-რომაული და თავისუფალი ჭიდაობის, ქართული საბრძოლო ხელოვნების, სპორტული ცეკვების, აგრეთვე, კრივის, ტაეკვონდოს, ჭადრაკისა და მხატვრული ტანვარჯიშის დარბაზებს. პროექტის ღირებულება 62 მლნ ლარს აღწევს. ბათუმში აღნიშნული კომპლექსის მშენებლობაზე...
ვრცლად -
ბათუმში ინფრასტრუქტურული სამუშაოები რამოდენიმე ქუჩაზე მიმდინარეობს
ქალაქთან შემოერთებულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სიონისა და შაშიკაშვილის ქუჩების, ასევე ფრიდონ ხალვაშის მე-8 ჩიხის კეთილმოწყობა. სამუშაოები 1-ელ მარტს დაიწყო და 27 სექტემბრამდე წინსწრებით დასრულდება. პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარს დააგებენ. უკვე მოეწყო სანიაღვრე არხი, გარე განათების ბოძები და სანიაღვრე...
ვრცლად -
თბილისის გზებისა და ხიდების რესტავრაციაზე 10 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, პეტრიწის ქუჩის რეაბილიტაციის პარალელურად, რამიშვილის ქუჩის რეაბილიტაციასაც იწყებს. დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, აღნიშნული პროექტების გარდა, ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი გზაგამტარი ხიდის მშენებლობა და მასთან მისასვლელი გზის რესტავრაციაც იწყება. გარდა ამისა...
ვრცლად -
შავნაბადას ქუჩაზე, 3500 კვ.მ-ზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა
თბილისში, კერძოდ, ტაბახმელაში, შავნაბადას ქუჩაზე, გზის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა. საგზაო ინფრასტრუქტურა 3500 კვ.მ-ზე მოწესრიგდა, შეკეთდა გზის სავალი ნაწილი, სადაც ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო, ასევე, მოასფალტდა ადგილობრივ მაცხოვრებელთა ეზოებში შესასვლელი გზის მონაკვეთები. ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 170 ათასი ლარი...
ვრცლად -
იმერეთიდან რაჭამდე მანძილი ერთი საათით შემცირდება - ახალი გზის მშენებლობა დაიწყო
საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზის პირველ მონაკვეთზე მშენებლობა უკვე დაიწყო. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძემ განუცხადა. „პირველ მონაკვეთზე კონტრაქტორები უკვე შერჩეული გვყავს - სამშენებელო კომპანია „მამისონი“. პირველ მონაკვეთზე საჩხერე-ქვემო ხევი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ჯერ...
ვრცლად -
ჩეხი ინვესტორები სამეგრელო - ზემო სვანეთში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას გეგმავენ
ჩეხი ინვესტორები სამეგრელო- ზემო სვანეთში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას გეგმავენ. ამ მიზნით კომპანია Lichy Сonsulting -მა საქართველოში შვილობილი INVEST GROUP GE დააფუძნა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.. მემორანდუმი მხარეებს შორის ტურიზმის და ლოჯისტიკის სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს. რაც მიზნად ისახავს -...
ვრცლად -
ქუთაისში მიზიდულობის ცენტრს ვქმნით" - პროექტი, რომელმაც ტურიზმი უნდა განავითაროს
"ქუთაისში მიზიდულობის ცენტრს ვქმნით, ტურისტებმა უნდა შეძლონ ორი, მაქსიმუმ ორ-საათნახევრის განმავლობაში ნებისმიერ ტურისტული დანიშნულების ადგილამდე მისვლა კომფორტული და უსაფრთხო გზით. წელს ვიწყებთ პირველად სამუშაოებს ბაღდათიდან აბასთუმნის მიმართულებით. პროექტებს ვიღებთ ნაწილ-ნაწილ და როგორც კი შემოგვდის, მაშინვე ვიწყებთ სატენდერო პროცედურებს," - ამის შესახებ...
ვრცლად