მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

ძიება ტეგის მიხედვით: მშენებლობა
  • 20  მაისი  2019

    რუხში ფეხბურთის აკადემია აშენდება

    საოკუპაციო ხაზთან, სოფელ რუხში, ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა იწყება. 6.5 ჰექტარ ფართობზე, ბუნებრივსაფარიანი და ხელოვნურსაფარიანი მოედანი განთავსდება. დამონტაჟდება თანამედროვე განათების სისტემა და ტრიბუნები. აშენდება სპორტსმენთა საცხოვრებელი კორპუსი და გასახდელები. აკადემიის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება.      

    ვრცლად
  • 20  მაისი  2019

    GDG+-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო

    ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. თითქმის ერთწლიანი ლოდინის შემდეგ, GDG+-მა მშენებლობის ნებართვა მიიღო. როგორც „კომერსანტთან“ საუბარში GDG+ის დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე აცხადებს, სასტუმრო პირველ დამსვენებელს დაახლოებით 2020 წლისთვის მიიღებს. ბიზნესმენი არ გამორიცხავს,რომ სასტუმროში საერთაშორისო ბრენდი შემოვიდეს...

    ვრცლად
  • 10  აპრილი  2019

    ჯავახეთის ეროვნულ პარკში ეკო-ტურისტული კოტეჯები აშენდება

    ჯავახეთის ეროვნულ პარკში, კარწახის ტბის მიმდებარედ ორი ახალი ეკო-ტურისტული კოტეჯი აშენდება. ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად 113 772 ლარი გამოიყოფა. ეკო-ტურისტული კოტეჯების მშენებლობა ვიზიტორებს პარკის ტერიტორიაზე განთავსების ახალ შესაძლებლობას შესთავაზებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოში იმედოვნებენ, რომ ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანწილად...

    ვრცლად
  • 10  აპრილი  2019

    მესტიაში წყალარინების გამწმენდი ნაგებობა აშენდება

    საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მესტიის წყალარინების (კანალიზაციის) გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას იწყებს. პროექტს აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს. ამ დროისთვის, პროექტის შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად ტენდერი მიმდინარეობს, პრეტენდენტებს წინადადებების წარდგენა 2019 წლის 23 აპრილის (16.00 საათი) ჩათვლით შეუძლიათ. მესტიაში...

    ვრცლად
  • 05  აპრილი  2019

    საქართველოში ყველაზე მეტს სამშენებლო სექტორში დასაქმებულები მუშაობენ

    საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მონაცემებით საქართველოში ყველაზე მეტს მშენებლობაზე დასაქმებულები მუშაობენ. ძირითად სამუშაოზე კვირაში ნამუშევარი ჩვეულებრივი საათების რაოდენობა სამშენებლო სექტორში 50,5 საათს შეადგენს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ძირითად სამუშაოზე კვირაში ნამუშევარი ჩვეულებრივი საათების საშუალო რაოდენობა...

    ვრცლად
  • 05  აპრილი  2019

    ზუგდიდში დევნილებისთვის ექვსი კორპუსი შენდება

    რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. მაია ცქიტიშვილი დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობით დაინტერესდა. ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ექვსი კორპუსი შენდება. აქედან სამის მშენებლობა, ხელშეკრულების მიხედვით, ზაფხულში უნდა დასრულდეს, სამი კორპუსის მშენებლობის დასრულება კი 2021 წლის დასაწყისში...

    ვრცლად
  • 05  აპრილი  2019

    King David-ის მრავალფუნქციურ კომპლექსში პირველი ორდონიანი მექანიზებული პარკინგი გაიხსნა

    საქართველოს ბანკი, ქვეყნის წამყვანი ბანკი, ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. King David-ის მრავალფუნქციურ კომპლექსში პირველი დეველოპერული პროექტი გაიხსნა. საქართველოში პირველი ორდონიანი მექანიზებული პარკინგი ქალაქში ავტოპარკინგის პრობლემის მოგვარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. მრავალდონიანი მექანიზებული ავტოსადგომების შექმნა სრულად პასუხობს ქალაქში არსებულ...

    ვრცლად
  • 01  აპრილი  2019

    2020 წელს ძველ თბილისში, „ნოვოტელის“ ბრენდის 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება

    2020 წელს ძველ თბილისში, ვირსალაძის ქუჩაზე, „ნოვოტელის“ ბრენდის 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება. ამის შესახებ ექსკლუზიურად „კომერსანტს“ პროექტის განმახორციელებელ კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენში“ განუცხადეს. მათი ინფორმაციით, 6 სართულიანი სასტუმრო 150 ნომერზე გათვლილი იქნება. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამ დროისთვის კომპანიას მშენებლობის ნებართვა...

    ვრცლად
  • 01  აპრილი  2019

    ქობულეთში 32-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო

    ქობულეთში, ყველაზე მაღალი სასტუმროს მშენებლობა „კრისტალ ბილდინგმა“ უკვე დაიწყო, თუმცა მართვაში რომელი ბრენდი შევა, უცნობია. როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ვანო ლომიძე „ბიზნესპრესნიუსთნ“ საუბრისას აცხადებს, კომპლექსის მართვაში შესვლის მსურველ ოპერატორებთან შეთანხმება მაღალი ფასების გამო ვერ ხდება. შესაბამისად, ახალი კომპანიის მოძიების პროცესი ისევ...

    ვრცლად
  • 01  აპრილი  2019

    განათლების ქალაქს ავაშენებთ ბათუმში, როგორსაც თბილისში, დიღომში ვაშენებთ

    ბათუმში, თბილისის მსგავსად, განათლების ქალაქი აშენდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერის დავალებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ქალაქის ხელმძღვანელობამ შესაბამისი მიწის ნაკვეთი ერთი თვის ვადაში უნდა გამოყონ. „საქართველოს ყველა რეგიონში უნდა...

    ვრცლად

პარტნიორები