მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 02  მარტი  2018

    ვარკეთილსა და დიდ დიღომში ახალი მულტიფუნქციური კომპლექსები აშენდება

    თბილისის მერმა კახა კალაძემ, 100 დღის ანგარიშის პრეზენტაციისას განათლების, კულტურის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, შენდება ორი ახალი სპორტული და ერთი მულტიფუნქციური სპორტული ცენტრი, უახლოეს პერიოდში კი, ვარკეთილსა და დიდ დიღომში ორი ახალი მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა...

    ვრცლად
  • 01  მარტი  2018

    10 მლნ დოლარის ინვესტიცია: თბილისის საერთაშოროსო აეროპორტთან სასტუმრო აშენდება

    კომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" თბილისის საერთაშოროსო აეროპორტთან სასტუმროს მშენებლობას იწყებს. ინფორმაციას "ბიზნესპრესნიუსი" ავრცელებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასტუმროს მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება და წელიწადნახევარში დასრულდება. "სასტუმრო იქნება აეროპორტთან. დაახლოებით 10 მილიონი დოლარის...

    ვრცლად
  • 01  მარტი  2018

    6,5 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია: ქვედა ფონიჭალაში პოლიეთილენის მილების ახალი საწარმო გაიხსნა

    „დღეს ჩვენ კიდევ ერთი საწარმო გავხსენით, რომელიც მონაწილეობდა პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“. კომპანია „პოლიმერი 1“ აწარმოებს უმაღლესი ხარისხის პოლიეთილენის მილებს. საწარმოში 6,5 მლნ ლარზე მეტია ინვესტირებული. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ ისარგებლა პროგრამის როგორც ფინანსური, ასევე ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით. ახალი საწარმოს ასაშენებლად ჩვენ 3 000 კვ,მ...

    ვრცლად
  • 26  თებერვალი  2018

    ლილოს ნაგავსაყრელის გაფართოებისთვის 6 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

    დიდი ლილოს მიმდებარედ, საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მესამე უჯრედის მშენებლობისათვის 6 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით "თბილსერვის ჯგუფმა“ ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 თვეში უნდა დაასრულოს. როგორც bm.ge-ს საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის...

    ვრცლად
  • 23  თებერვალი  2018

    შპს „აპტოსი“ თბილისში, ორხევის დასახლებაში საწარმოს ააშენებს

    სახელმწიფო პროგრამა აწარმოე საქართველოში დახმარებით შპს „აპტოსი“ თბილისში, ორხევის დასახლებაში „მექანიკური ქარხნის“ მიმდებარედ ახალ საწარმოს ააშენებს, რისთვისაც კომპანიას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 10 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა. შპს „აპტოსი“ 1996 წლიდან აწარმოებს სახის და სხეულის კანის გადასაჭიმ ძაფებს, რაც წარმატებით გამოიყენება როგორც პლასტიკურ და...

    ვრცლად
  • 16  თებერვალი  2018

    თბილისში, ისნის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია-განახლება მიმდინარეობს

    თბილისის ისნის რაიონში, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია-განახლება ექვს მისამართზე მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე და თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა გაეცნენ.  მერია, სპორტული მოედნების, სკვერებისა და საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობის...

    ვრცლად
  • 01  თებერვალი  2018

    მეტროსადგურში მხოლოდ მყარი კონსტრუქცია უნდა გამოიყენებოდეს

    ახალგაზრდა არქიტექტორი ლელი შევჩენკო, თბილისის ერთ-ერთ მეტროსადგურში დაშვებული სამშენებლო ხარვეზის შედეგებს აფასებს და აცხადებს, რომ “ვარკეთილში” მომხდარმა ინციდენტმა, კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ქართულ რეალობაში არ არსებობს საზოგადოებრივი სივრცის მოწყობის კონკურენტული გარემო და დაკვეთა პირადი გემოვნების მიხედვით სრულდება. ​საზოგადოებრივ სივრცეში, მით უმეტეს...

    ვრცლად
  • 30  იანვარი  2018

    ვარკეთილის მეტროსადგურში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა

    თბილისში, ვარკეთილის მეტროსადგურში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გამართა, ამჟამად ექიმები მათ სათანადო სამედიცინო მომსახურებას უწევენ, რის ხარჯებსაც თბილისის მერია და ჯანდაცვის სამინისტრო აანაზღაურებს. "დღეს მოხდა ძალიან სამწუხარო ფაქტი. მეტროსადგურ ვარკეთილში დაკიდული...

    ვრცლად
  • 24  იანვარი  2018

    ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე უსაფრთხო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 17 მლნ ლარი გამოიყო

    დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო. თბილისის მერის განცხადებით, ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტიდან დაახლოებით 17 მლნ ლარი გამოიყო. მისივე თქმით, ღონისძიებები გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და...

    ვრცლად
  • 21  დეკემბერი  2017

    თბილისში, ზემო ფონიჭალაში 8000 კვ.მ ცენტრალური პარკი შენდება

    ​თბილისის შემოგარენში, კერძოდ, ზემო ფონიჭალაში, კრწანისის გამგეობის დაფინანსებით ცენტრალური პარკის მშენებლობა მიმდინარეობს. ახალი რეკრეაციული სივრცე 8 000 კვ.მ-ს მოიცავს. ტერიტორიაზე უკვე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, დაირგო 15 სახეობის მცენარე, მათ შორის, ბუჩქოვანი და 4-მეტრის სიმაღლის ხეების ნერგები. ​ ​აღნიშნული ტერიტორიის თითქმის სრული ნაწილი ამ დრომდე აუთვისებელი...

    ვრცლად

პარტნიორები