მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

ძიება ტეგის მიხედვით: იმერეთი
  • 24  დეკემბერი  2017

    ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის ს/გზის 71-ე კმ-ზე მოძრაობა აკრძალულია.

    ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის ს/გზის  71-ე კმ-ზე მოძრაობა აკრძალულია. უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა, ქ.ამბროლაურის შემოსასვლელთან, დიდი მოცულობის კლდოვანი მასის ჩამოშლა გამოიწვია. მეწყერი საჭიროებს აფეთქებითი სამუშაოების ჩატარებას.   მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ეტაპობრივად ხდება დამატებითი საჭირო ტექნიკის მობილიზება...

    ვრცლად
  • 24  დეკემბერი  2017

    ქუთაისში ოთხი საბავშვო ბაღის გაფართოება მიმდინარეობს

    ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია გრძელდება. ამ დროისთვის, ქუთაისში ოთხი საბავშვო ბაღის გაფართოების მიზნით, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. პოექტი ითვალისწინებს მიშენებების მშენებლობას, ასევე შიდა სარემონტო სამუშაოებს და ეზოების კეთილმოწყობას. ოთხივე სააღმზრდელო დაწესებულებაში დამატებითი ჯგუფები გაიხსნება. სამუშაოები რეგიონული...

    ვრცლად
  • 19  დეკემბერი  2017

    ხარაგაულში 12 სკვერის რეაბილიტაცია იგეგმება

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ 12 სკვერის რეაბილიტაციის მიზნით, პროექტის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ხარაგაულის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, ხარაგაულში არსებულ სკვერებს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება. საპროექტო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამოვლენილია ი/მ ზვიად გოგოლაძე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტაციის...

    ვრცლად
  • 15  დეკემბერი  2017

    ქუთაისში 2018 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალი

    საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქუთაისში, ძირითადად, მცირე მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას გეგმავს. უწყებაში განმარტავენ, რომ დაგეგმილი პროექტების ჩამონათვალში გეგმის დამტკიცებისას, შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს. ეს ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება: 2018 წლის მეორე ნახევარში დაიწყება დიდი ნაგავსაყრელის...

    ვრცლად
  • 11  დეკემბერი  2017

    2018 წლის გაზაფხულზე წყალტუბოში, სპელეოთერაპიის ცენტრი ამოქმედდება

    2018 წლის გაზაფხულზე წყალტუბოში, სპელეოთერაპიის ცენტრი ამოქმედდება. ამის შესახებ წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა „კომერსანტთან“ განაცხადა. საუბარია, საწურბლიას მღვიმეზე, სადაც აღნიშნული ცენტრი განთავსდება. მისი ინფორმაციით, სპელეოთერაპიის ცენტრში ასთმური და ბრონხიალური შეტევების მქონე ადამიანებს შეეძლებათ მკურნალობა. ზურაბიანის განცხადებით...

    ვრცლად

პარტნიორები