მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 05  აგვისტო  2019

    ანაკლიის პროექტის შეჩერება ტრანსპორტის დარგში სტაგნაციას გამოიწვევს

    ანაკლიის ნავსადგურის პროექტის შეჩერება პარალელურად გამოიწვევს ტრანსპორტის როგორც დარგის და ერთიანობაში ეკონომიკის სტაგნაციას, - მიიჩნევს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი.

    ცენტრის ანალიტიკოსები ამის დასტურად 5 პუნქტს ასახელებენ. კერძოდ,

    1. სარკინიგზო სფეროში - უღელტეხილის რეკონსტრუქცის (მოდერნიზაციის) პირობებში, რომლის დასრულება, ანაკლიის ნავსადგურის პირველი ფაზის ამოქმედების სინქრონულად უნდა განხორციელდეს, რა დროსაც რკინიგზის არსებული გამზიდუნარიანობა, ფაქტიურად შეუზღუდავი იქნება, ანაკლიის პროექტის შეჩერება, შესაბამისად, ტვირთნაკადების ალტერნატიულ დერეფნებში გადადინება, გამოიწვევს რკინიგზის მოდერნიზაციაში დაბანდებული ფინანსური რესურსების დაბალი უკუგებით და განგრძობილ ვადაში ამოღებას, რაც ახლო პერსპექტივაში რკინიგზას სავალალო ფინანსურ მდგომარეობაში ჩააგდებს;

    2. იმ ვითარებაში, როცა მსოფლიოში, კერძოდ, აზია- წყნარი ოკეანიის ტვირთწარმომქნელ რეგიონებში, ინტენსიურად მიმდინარეობს ტვირთნაკადების, კონსოლიდაცია და კონტეინერიზაცია, (შავი ზღვის რეგიონში საშუალოდ, წელიწადში 8-10 % ს შეადგენს რეგიონში საკონტეინერო ნაკადის ზრდა), ანაკლის პროექტის შეჩერება, გამოიწვევს საზღვაო სფეროში საქართველოს ეკონომიკაში მზარდი - ფინანსურად მომგებიანი საკონტეინერო გადაზიდვების დაკარგვას;

    3. იმ ვითარებაში, როცა საქართველოს სავაჭრო სალდო (დისბალანსი) 3.5 მილიარდს შეადგენს, რაც, არამომგებიანს ხდის ქართველი საავტომობილო გადამზიდავის ევროპის გადაზიდვების ქსელში ჩართვას,(ფაქტიურად ქართველი საავტომობილო გადამზიდავი საექსპორტო ტვირთის სიმცირის გამო ვერ შედის ევროპაში) ანაკლიის ნავსადგურის შეჩერება , გამოიწვევს ქართველი გადმზიდავი კომპანიები სრულად ამოერთოს შიდა ან სომხეთი / აზერბაიჯანი/ ცენტრალური აზიიის რეგიონალური საავტომობილო გადაზიდვებიდანაც, რაც ამ დარგის სტაგნაციის ერთ - ერთი წინაპირობაა.

    4. ანაკლიის ნავსადგურის პროექტის შეჩერება გამოიწვევს, ფინანსურად მომგებიანი ლოგისტიკური ცენტრების მეზობელ ქვეყნებში გადატანას,(სახეზეა ალიათში აზერბაიჯანში და ყარსში თურქეთი ლოგისტიკური ცენტრების ექსპლუატაციაში გაშვება ) რითაც ქვეყანა დაკარგავს სტრატეგიულ ჰაბის ფუნქციას და ეკონომიკურ ბენეფიტებს;

    5. ანაკლიის ნავსადგურის შეჩერება , შეუძლებელს ხდის ევროპის მიმართულებით როგორ საავტომობილო ისე სარკინიგზო - საბორნე გადაზიდვების განვითარებას:

    დასკვნის სახით - აგრეგირებულად - ანაკლიის ნავსადგურის პროექტის შეჩერება ქვეყნის მთავარი პრიორიტეტის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას დამატებით დარტყმის ქვეშ დააყენებს.

     

     


პარტნიორები