მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 15  ივლისი  2019

    ქობულეთში, „მწვანე ქალაქის“ 0.5 მილიარდი ლარის საინვესტიციო პროექტის მშენებლობა დაიწყო

    ქობულეთში 0.5 მილიარდი ლარის საინვესტიციო პროექტი იწყება.



    „მწვანე ქალაქი“ აჭარის ტურისტულ ინფრასტრუქტურაში ყველაზე მასშტაბური ევროპული ინვესტიციაა.



    ამავე პროექტის ფარგლებში, ევროპაში ერთერთი ყველაზე დიდი გოლფის მოედნიც მოეწყობა.



    პროექტს „გრინ რეზორთი“ ახორციელებს, რომელიც ჩეხეთის და სლოვაკეთის 4 მოქალაქეს ეკუთვნით.



    ქობულეთში მულტიფუნქციური მწვანე ქალაქის მშენებლობა 180 ჰექტარზე იგეგმება. პროექტი საბოლოო იერსახეს 3 წელიწადში მიიღებს.



    პროექტი გოლფის მოედნის, საფეხბურთო მოედნების, საჩოგბურთო კორტების, საცურაო აუზების, გასართობი და რეკრეაციული ზონების მოწყობას ითვალისწინებს.



    ამასთან, აშენდება 250-ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო, საკონფერენციო დარბაზებითა და დასასვენებელი ინფრასტრუქტურით, რომელსაც საერთაშორისო ბრენდი მართავს.

    საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანიას 4 მეწილე ჰყავს, მათ შორის ერთ-ერთი ლევან შერაზადიშვილი, რომელიც წარმოშობით ქართველი, სლოვაკეთის მოქალაქეა.



    რადეკ ბრაზდა, ჩეხეთის რესპუბლიკა - 25%
    მარეკ საკ, ჩეხეთის რესპუბლიკა - 25%
    რომან ვივოდა, ჩეხეთის რესპუბლიკა - 25%
    ლევან შერაზადიშვილი, სლოვაკეთი - 25%

     

     

     

     


პარტნიორები