მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 25  ივნისი  2019

    სამშენებლო სექტორის წილი ქვეყნის ეკონომიკაში შემცირდა

    სამშენებლო სექტორის წილი ქვეყნის ეკონომიკაში შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის პირველ კვარტალში სექტორში 9,6%-იანი კლება დაფიქსირდა.



    "საქსტატის" წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 9 745.2 მლნ ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 4.9 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დეფლატორი გაზრდილია 2.4 პროცენტით.


    ამასთან, სტატისტიკის სამსახურის ცნობით, კლება მშენებლობის სექტორის გარდა დაფიქსირდა სოფლის მეურნეობას და სატყეო მეურნეობაში - 0,3%; სამთომოპოვებითი მრეწველობა - 3,8%; დამამუშავებელი მრეწველობა - 2%; საკუთარი საცხოვრისის გამოყენების პირობითი რენტა - 4,6%;

    აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან 2017 წლის ჩათვლით სამშენებლო სექტორი ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა. კერძოდ, 2015 წელს მშენებლობის სექტორში - 15,2%-იანი; 2016 წელს - 8,1%-იანი; 2017 წელს კი 11,2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. თუმცა 2018 წელს სექტორი უკვე 3,1%-ით შემცირდა და ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება.



    აღნიშნული მენაშენეების შეფასებით, შესაძლოა, უკავშირდებოდეს არა მხოლოდ საბანკო რეგულაციებს, რომელიც 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა და რომელმაც უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა შეამცირა, არამედ 2018 წლიდან დედაქალაქის მერიის მიერ სამშენებლო სექტორში ახალი პოლიტიკის გატარების დაწყებას, რაც სამშენებლო ნებართვების შეზღუდვას გულისხმობდა. ამასთან, ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს მთავრობის 41-ე დადგენილებაც, რამაც პროექტები „გაჭედა“.

     

     


პარტნიორები