მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 03  ივნისი  2019

    გიორგი გახარია: ანაკლიის პორტი ქვეყნის მომავლის პროექტია

    შს მინისტრი ამბობს, რომ ფოთის საზღვაო პორტთან დაკავშირებით სამშენებლო ნებართვა არ არის გაცემული, ეს იყო მხოლოდ მიწათსარგებლობის პირობები და ისიც ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით უკვე შეცერებულია. გიორგი გახარიამ "იმედი LIVE"-ის ეთერში განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით გამოხატა მთავრობამ ამ საკითხზე თავისი პოზიცია.

    გახარიამ განმარტა, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც სახელმწიფომ თქვა, პროცედურულად გარკვეული შეცდომა დაშვებული იყო, თუმცა შეცდომის მიღმა გარკვეული სხვა სუბიექტური მოტივებიც შეიძლებოდა ყოფილიყო და ეს მოკვლევის საგანი უნდა გახდეს.

    "ყველა მხარემ თავისი ვალდებულებები უნდა შეასრულოს და ემოციური შეფასებების მაგივრად უნდა დაჯდეს და თავის საქმეს მიხედოს. კარგად ვიცი სახელმწიფომ რამდენი შეღავათი და რა ნაბიჯები გადადგა პროექტის დასახმარებლად და როგორ აგრძელებს დღესაც დახმარებას. ანაკლიის პორტი, როგორც პროექტი არის ამ ქვეყნის უსაფრთხოების განზომილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. პირდაპირ გეუბნებით, რომ ანაკლიის პროექტი არის ქვეყნის მომავლის პროექტი. ეს არის პროექტი, რომელიც უსაფრთხოების განზომილებაში გვჭირდება დღეს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

     

     

    ტეგები


პარტნიორები