მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 20  მაისი  2019

    კოჯორში, “ბიოლის” ცენტრში ტურისტული ატრაქცია Dinner in the Sky გაიხსნა ( video )

    კოჯორში, “ბიოლის” ცენტრში ტურისტული ატრაქცია Dinner in the Sky გაიხსნა. რესტორანი მსოფლიოს 70 ქვეყანაშია და განსაკუთრებით პოპულარულია ტურისტებში.

    პლატფორმა სპეციალური ამწეთი 50 მეტრის სიმაღლეზეა ჩამოკიდებული, სადაც სტუმრები დაკიდებულ მაგიდასთან სადილობენ.

     


     

    რესტორანი ერთდროულად 22 ადამიანს ემსახურება.
    Dinner in the Sky კონცეფციის პირველი რესტორანი ბელგიაში 2006 წელს გაიხსნა.

    მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში, გურმანებს შეეძლებათ 50 მეტრის სიმაღლეზე დააგემოვნონ მათთვის ექსკლუზიურად შექმნილი კერძები და დატკბნენ ცოცხალი მუსიკით.

    ახალი ატრაქციის გახსნას 200-მდე სტუმარი დაესწრო.

    „ძალიან სასიამოვნოა, რომ ასეთი ატრაქცია შეემატა თბილისს, ეს გათვლილია მხარჯველუნარიან ტურისტზე, როგორც მოგეხსენებათ ქვეყანაში ტურიზმი მზარდია და ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ 2019 წლის იანვარი-აპრილი შეგვიძლია ძალიან პოზიტიური ციფრით შევაჯამოთ შემოსავლების ნაწილში, ჩვენ გვაქვს 66 მილიონი აშშ დოლარით ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,“ – განაცხადა ტურიზმის ადმინისტრავიის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

     

     


პარტნიორები