მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 24  აპრილი  2019

    Coca-Cola-ს ახალი ქარხნის მშენებლობა დასრულდა

    Coca-Cola-ს ახალი ქარხნის მშენებლობა დასრულდა, თუმცა მისი გახსნის პროცესი გადაიდო. როგორც bm.ge-ს Coca-Cola bottlers Georgia-ს დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ განუცხადა, ქარხანა მიმდინარე წლის მაისის ნაცვლად დეკემბერში გაიხსნება.
    ბიზნესმენის თქმით, მშენებლობის დასრულების მიუხედავად, კომპანიაში წარმადობის გაზრდის გამო, მოთხოვნები ბაზრის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე შეიცვალა და ამ ეტაპზე გარკვეული საკითხების მოგვარების პროცესი მიმდინარეობს.

    “მშენებლობის სრული ციკლი დასრულებულია და ქარხანა გახსნისთვის მზად არის. ამ ეტაპზე სპეციალური დანადგარების გადატანა ხდება.

    ჩვენი სასმელების რეალიზაცია გაიზარდა და აქედან გამომდინარე, ზოგიერთი ახალი დანადგარის წარმადობის გაზრდის მიზნით მისი შეცვლა მოხდა. სწორედ ამ მიზეზით ქარხნის გახსნის თარიღი გადავადდა.

    ყველაფერი მზად არის და მიმდინარე წლის 10 სექტემბრიდან ყველაფრის გადატანის პროცესს დავიწყებთ და დეკემბრის თვეში გადავალთ”, – განაცხადა ჭყონიამ.

    შეგახსენებთ, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარში “კოკა-კოლას” ქარხანა შენდება. პროექტი ორი ფაზისგან შედგება. საწარმოში, სხვა ნაგებობებთან ერთად, კომპანიის ახალი სათაო ოფისიც (2 000 მ²) განთავსდება.

    პროექტის პირველი ეტაპი შედგება 18 000 მ2 საწარმოო და სასაწყობე შენობისგან, 760 მ2 საოფისე ფართისგან, ლაბორატორიის და სხვა ტექნიკური ფართებისგან.

    მეორე ფაზა მოიცავს 15 000 მ2 ტერიტორიის კეთილმოწყობას, გამწვანებისა და პარკირების ჩათვლით, ასევე მოეწყობა ახალი სათაო ოფისი, 2 000 მ2-ის ოდენობით.

    ქარხანაში მუზეუმიც იქნება წარმოდგენილი და ჯამში პროექტში დაახლოებით 22 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდება.

     

     

     


პარტნიორები