მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 19  მარტი  2019

    „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ანაკლიის პორტის აქციების გამოშვებაზე მუშაობს

    „ინტერპრენიუსის“ ინფორმაციით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ანაკლიის პორტის აქციების გამოშვებაზე მუშაობს და ამ საკითხთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკს მიმართა.

    „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ინფორმაცია დაადასტურა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა. ლევან ახვლედიანის განცხადებით, კონსორციუმი ფიქრობს აქციების გამოშვების საკითხზე, თუმცა ამ ეტაპზე დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ კონსორციუმი ეროვნული ბანკის პასუხს ელოდება.

    „ვფიქრობთ, ანაკლიის პორტის აქციების გამოშვების საკითხზე. ეროვნულ ბანკს იდეის დონეზე მივმართეთ, რომ მათი აზრი გავიგოთ, ვნახოთ რას იტყვიან,“ - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

    თავის მხრივ, ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ მათ ნამდვილად მიმართა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და პროცესი კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად წარიმართება.

     

     

    ტეგები


პარტნიორები