მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 07  მარტი  2019

    ბათუმში „ლუჟკოვის სახლის“ ადგილზე მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება

    ბათუმში ე.წ. ლუჟკოვის სახლის ნაცვლად მრავალსართულიანი სასტუმრო კომპლექსი აშენდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს.



    საკრებულოს გადაწყვეტილებით, მოხდება არსებული შენობის შესაძლო დემონტაჟი და მიწის ნაკვეთზე აშენდება ახალი თანამედროვე მრავალფუნქციური კომპლექსი, სასტუმრო, სასტუმრო აპარტამენტები, საცურაო აუზები, ლაუნჯები, საოფისე ფართები, მაღაზიები, რესტორნები, ტურისტული და სპორტული ობიექტები.

    უცნობია, რა სიმაღლის იქნება შენობა, თუმცა "ალიანს სიტის" შენობები, ძირითადად, მაღალსართულიანია.



    "ეს ტერიტორია განეკუთვნება საცხოვრებელ ზონას, სადაც დასაშვებია ამ ზონისთვის შესაბამისი შენობა ნაგებობების განთავსება. საკრებულოს განკარგულების პროექტის მიღების მიზანია დამტკიცდეს გენგეგმარებითი დავალება, რაც გულისხმობს არსებულ მიწის ნაკვეთზე შეჩერებული მშენებლობის ახალი საპროექტო წინადადებით განვითარებას. არსებული შენობის შესაძლო დემონტაჟს და ტერიტორიაზე თანამედროვე მრავალფუნქციური კომპლექსის სასტუმროს აპარტამენტების საცურაო აუზის ლაუნჯის, საოფისე ფართების, მაღაზიების, რესტორნების, სპორტული ობიექტების დაპროექტებას. მიწისქვეშა სივრცეში კი დაგეგმილია 450 მანქანაზე ავტოსადგომის მოწყობა", - წერია ბათუმის მერიის მიერ საკრებულოსთვის წარდგენილ პროექტში.

     

     


პარტნიორები