მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 13  ნოემბერი  2018

    ვაზიანში ახალი სამხედრო აეროდრომი აშენდება

    ვაზიანში სამხედრო აეროდრომი აშენდება. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ინიციატივის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ტრანსპორტირების სარდლობის მეთაურმა გენერალმა სტივენ ლაიენსმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან შეხვედრისას ისაუბრა. ლევან იზორიას თქმით, სამხედრო აეროდრომის მშენებლობა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში წარდგენილი ინიციატივის -ახალი მზადყოფნის ცენტრის შექმნას შეუწყობს ხელს.

    ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საუბრის ძირითად თემას აშშ-საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ერთობლივი ამბიციური პროექტის - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელებაც წარმოადგენდა.

    თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი დაესწრნენ.

    ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის არმიის ტრანსპორტირების სარდლობის მეთაური საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდება.

     

     

     


პარტნიორები