მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 31  ოქტომბერი  2018

    თბილისში, ორბელიანის მოედანზე შენობების რეაბილიტაციის ნაწილი დასრულდა

    2017 წელს თბილისის მერიამ ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია დაიწყო. ვიწრო ქუჩები, უძველესი სახლები ულამაზესი აივნებით და სადარბაზოებით — დედაქალაქის ეს კოლორიტული ნაწილი, რომელიც ტურისტებს ყველაზე მეტად იზიდავს, სამწუხაროდ, დიდი ხნის განმავლობაში არავის ახსოვდა, შედეგად ისტორიული შენება-ნაგებობის ნაწილი დაზიანდა, ნაწილი კი საერთოდ გაქრა. დაზიანდა ტაბიძის 18-ში მდებარე ისტორიული სადარბაზოც, რომელიც 1911 წელს ძმები სეილანოვების მიერ არის აგებული. აღსანიშნავია, რომ სადარბაზო იმ პერიოდისთვის დამახასიათებლი ტექნიკური ხერხებითაა მოხატული. როგორც „თბილისის განვითარების ფონდში“ აცხადებენ, სადარბაზოს შელახვა სხვენში არასწორად მოწყობილმა სველმა წერტილებმა, სადარბაზოში უხარისხოდ გაყვანილმა კომუნიკაციებმა და დაზიანებული სახურავმა გამოიწვია.

    კომერსანტი დაინტერესდა რა ეტაპზეა სარეაბილიტაციო სამუშაოები ორბელიანი მოედანზე. „თბილისის განვითარების ფონდში“ განგვიცხადეს, რომ სარეაბილიტაციო არეალში შენობების ნაწილში დასრულდა:

    სარდაფების გაწმენდის და კონსტრუქციული გამაგრების სამუშაოები

    დაზიანებული შენობების კონსტრუქციული გამაგრება

    შენობების საფასადე ნაწილებიდან მოუწესრიგებელი გაყვანილობების მოცილება

    შენობების დაზიანებული ნაწილების დაშლა-გადაწყობის პროცესი

    ავტოსადგომის მშენებლობის კუთხით დასრულდა:

    ქვაბულის ამოღების სამუშაოები

    ქვაბულის გამაგრების მიზნით ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები

    სადრენაჟე სისტემის მოწყობა პარკინგის ქვეშ

    მოსამზადებელი ფილის მოწყობის სამუშაოები

    კედლების იზოლაციის მოწყობის სამუშაოები

    ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო არეალში მიმდინარეობს:

    შენობების ნაწილში

    შენობების დაზიანებული ნაწილების დაშლა-გადაწყობის პროცესი

    დაზიანებული შენობების კონსტრუქციული გამაგრება

    შენობების საფასადე ნაწილებიდან მოუწესრიგებელი გაყვანილობების მოცილება

    შენობების დაზიანებული საფასადე ნალესობების გაწმენდა-დამუშავება

    ნაძერწი დეტალების აღდგენა-რესტავრაცია, ასევე მხატვრული ნალესობების აღდგენა

    ხის ნაკეთობების აღდგენა-რესტავრაცია და შეცვლა

    რკინის ნაკეთობების აღდგენა-რესტავრაცია, დანაკლისი დეტალების დამზადება-მონტაჟი

    შენობების გადახურვების რეაბილიტაცია კონსტრუქციული ნაწილების შეცვლა - განახლებით და მაღალი ხარისხის ფერადი თუნუქის გამოყენებით

    რის მისამართებზე სადარბაზოებში არსებული მოხატულობების კვლევა

    ავტოსადგომის მშენებლობის კუთხით:

    შიდა მოპიკეთებისა და კეთილმოწყობის სამუშაოები

    როგორც „თბილისის განვითარების ფონდი“ კომერსანტთან საუბარში აცხადებს, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაგეგმილია ორბელიანის მოედნის და მიმდებარე ქუჩებზე კეთილმოწყობის სამუშაოები, მოწესრიგდება და განახლდება ყვავილების ბაზარი და სარეკრეაციო სივრცეები, შედეგად ორბელიანის მოედნის მიმდებარედ თბილისს კიდევ ერთი საფეხმავლო ზონა შეემატება, რომელიც მოიცავს ფხოვის და ათონელის ქუჩების ნაწილს.

     

     


პარტნიორები