მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 27  ოქტომბერი  2018

    19 კილომეტრი, 20 წუთი და 2 გვირაბი – თბილისი-რუსთავის გზატკეცილის დეტალები

    მართალია, რუსთავიდან თბილისში ჩასვლა ლილოს გზითაც შეიძლება, მაგრამ ფონიჭალაში გამავალი გზატკეცილი, ფაქტობირვად, უალტერნატივოა. ის ყველაზე უკეთ აკავშირებს რუსთავს თბილისის ცენტრალურ თუ გარეუბნებთან, ამიტომ, ეს მონაკვეთი, ძირითადად, დატვირთულია. განსაკუთრებით- დილით და საღამოს, როცა რუსთავის მაცხოვრებლები დედაქალაქში სამუშაოდ მიდიან ან სამსახურიდან ბრუნდებიან. შესაბამისად, გზაზე მიკროავტობუსებისა და კერძო ავტომობილების გრძელ კოლონას არც თუ ისე იშვიათად გადააწყდებით. ყოფილა შემთხვევები, როცა უმნიშვნელო ავარიის გამო, თბილისიდან რუსთავში მიმავალ (ან პირიქით) ადამიანებს საცობში საათობით დგომაც დასჭირვებიათ.


    საგზაო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ზოგ შემთხვევაში, მაცხოვრებლები უკმაყოფილებასაც გამოთქვამენ. ამ მხრივ, განსაკუთრებით, ფონიჭალის მოსახლეობა აქტიურობს, რადგან საგზაო სამუშაოებით გამოწვეული ხმაური, მტვერი თუ სხვა უარყოფითი შედეგი მათ, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად აწუხებთ. ასე რომ, მნიშვნელოვანია, სამუშაოები მალე დასრულდეს, თანაც, შედეგი ისეთი იყოს, რომ მოსახლეობა დამატებითმა პრობლემებმა ნაკლებად შეაწუხოს.


    პროექტს, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. როგორც “სითი კვირასთან” საუბრისას ფონდის აღამასრულებელი დირექტორი, გიორგი შენგელია აღნიშნავს, მართალია, პროექტი 2019 წელს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა გარკვეული შეფერხებების გამო, ვერ მოესწრო და 2020 წლისთვის დასრულდება. მისივე ცნობით, სამუშაო პროცესი ამჟამად მეორე ფაზაშია. პირველი ფაზა თითქმის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის დასრულებას გულისხმობდა, ახლა კი, სამუშოები 7 კილომეტრამდე მონაკვეთზე მიმდინარეობს. ამ ნაწილის ღირებულება 118 მილიონი ლარია და მასზე თურქული კომპანია “სეზა ინშაათი” მუშაობს.

    რა მოხდება პროექტის დასრულების შემდეგ?

    ⭕პროექტის დასრულების შემდეგ ოთხზოლიან გზაზე ორმხრივი მოძრაობა იქნება.

    ⭕გზაზე განთავსდება 80-მეტრიანი ორი გვირაბი. ავტომობილები გვირაბშიც, ასევე, ორივე მიმართულებით იმოძრავებენ.

    ⭕ორთაჭალის გადმოსახვევიდან (ავტოსადგურიდან) რუსთავის შესასვლელამდე მანძილის (19 კილომეტრის) დასაფარად ავტომობილის მძღოლს, საშუალოდ, 20 წუთი დასჭირდება. საშუალო სიჩქარე კი, 80კმ/სთ იქნება.

    “ეს პროექტი გათვლილია 50-წლიანი მოძრაობის ინტენსივობის ზრდის პერსპექტივაზე. როდესაც პროექტირება სრულდებოდა, გაკეთდა სიმულაცია, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ქალაქის ეს მიმართულება, რათა 50 წლის განმავლობაში გზის გამტარუნარიანობას პრობლემა არ შეექმნას.”- განმარტავს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღამასრულებელი დირექტორი, გიორგი შენგელია.

     


პარტნიორები