მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 22  ოქტომბერი  2018

    თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე IBIS-ის ბრენდის სასტუმრო 28 დეკემბერს გაიხსნება

    „ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი“ უახლოეს მომავალში 2 სასტუმროს მშენებლობას დაასრულებს, რომელიც ჯამში 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა. კომპანიის ხელმძღვანელი დავით გელბახიანი „კომერსანტთან“ ექსკლუზიურად აცხადებს, ორივე სასტუმრო აღმაშენებლის გამზირზე გაიხსნება.



    მისივე განმარტებით, 2018 წლის 28 დეკემბერს გაიხსნება „აკორის“ ჯგუფში შემავალი წითელი IBIS-ის ბრენდის 3 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომლის მშენებლობაც უკვე დასრულებულია და ახლა შიდა სარემონტო სამუშოები მიმდინარეობს.



    გელბახიანის განცხადებით, IBIS-ის სასტუმრო 150 ნომრიანი იქნება, ნომრების გარდა აქ განთავსდება ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა, რესტორანი, ბარი და სხვა. საინვესტიციო ღირებულება 7 მილიონი დოლარია.

     

    „ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კომპლექსი შედის ასევე 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა, რომელიც 20 ნომრიანი იქნება. გარდა ამისა, ობიექტი გადაწყვეტილი იქნება ქართულ სტილში, ქართულ ნაციონალურ სეგმენტში. აღნიშნული პროექტის ღირებულება 3 მილიონი დოლარია. „ორ სასტუმროს საერთო ეზო ექნება“ აცხადებს გელბახიანი.



    მისივე თქმით, მეორე სასტუმროს დასრულება 2019 წლის ზაფხულში იგეგმება და მისი მმართველი „ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი“ იქნება. როგორც გელბახიანი აცხადებს, აღნიშნული სასტუმრო ოპერირებას Hotel 1930-ით გააგრძელებს. „ეს შენობა 1930 წელს არის აშენებული.“-აცხადებს გელბახიანი.




    მისივე განცხადებით, აღნიშნული სასტუმროს მშენებლობაც დასრულებულია და ახლა აქტიურ ფაზაში სარემონტო სამუშოები მიმდინარეობს.



    მისივე განმარტებით, „ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი“ სასტუმროების დეველოპმენტ კომპანიაა, რომელიც უკვე ფლობს ერთ ჰოსტელს ვაკეში. ირკვევა, რომ ამავე კომპანიის პროექტი იყო სასტუმრო „მერკური“ თბილისში.

     

     


პარტნიორები