მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 01  აგვისტო  2018

    კომპანია "სვეტი" განცხადებას ავრცელებს

    კომპანია „სვეტი“ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სამშენებლო კომპანია „სვეტი“ ინარჩუნებს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ უკლებლივ უნდა შესრულდეს ჩვენს მიერ აღებული ვალდებულებები დათქმული პირობებით.

    მათივე ცნობით, უკვე კვირაზე მეტია მიმდინარეობს მიწის სამუშაოები მირცხულავას მე-7-8 ბლოკებზე და გარდა ამისა, მიმდინარე კვირის ბოლომდე განახლდება სამშენებლო სამუშაოები მირცხულავას ქუჩის მე-5-6 ბლოკებზე.

    „სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მენაშენეებისა და საკითხით დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ, გვსურს ერთის მხრივ გამოვეხმაუროთ სამშენებლო კომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და ამავდროულად მოგაწოდოთ ინფორმაცია „სვეტის“ სამომავლო გეგმასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, გვსურს აღვნიშნოთ ის გარემოებები, რის გამოც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენი მხრიდან არ გაკეთებულა ოფიციალური განცხადება; საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია სამშენებლო კომპანიის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ, რომელიც „სვეტის“ მენაშენეთა გარკვეული ნაწილის მხრიდან გამოხატული პროტესტის სხვადასხვა ფორმას ეხება და რომელზეც ჩვენი მხრიდან არ გაკეთებულა ვრცელი განმარტებები, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ კომპანიას ქონდა და ინარჩუნებს იმ პოზიციას, რომ კრიტიკულ სიტუაციაში არ იქნებოდა მიზანშეწონილი საჯარო პოლემიკაში მონაწილეობა, რაც ჩვენი აზრით უფრო მეტად გაამწვავებდა იმჟამად შექმნილ ვითარებას და იმედს ვიტოვებთ, რომ საზოგადოების მხრიდან ეს არ იქნება აღქმული „სვეტის“ მხრიდან არგუმენტების არარსებობად. ჩვენი მიზანია განვითარებაზე ზრუნვა და არა მონაწილეობა პოლემიკაში, რომელიც ზოგჯერ უსაგნოა.

    სამშენებლო კომპანია „სვეტი“ ინარჩუნებს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ უკლებლივ უნდა შესრულდეს ჩვენს მიერ აღებული ვალდებულებები დათქმული პირობებით. გაცნობებთ რომ უკვე კვირაზე მეტია მიმდინარეობს მიწის სამუშაოები მირცხულავას მე-7-8 ბლოკებზე და გარდა ამისა, მიმდინარე კვირის ბოლომდე განახლდება სამშენებლო სამუშაოები მირცხულავას ქუჩის მე-5-6 ბლოკებზე და დაიწყება შიდა სამშენებლო სამუშაოები როგორც ჭყონდიდელის ქუჩის მე-3-10 ბლოკებზე მთლიანად, ასევე ნუცუბიძის ქუჩის მე-2 ბლოკზე. გარდა ამისა, ამჟამად მიმდინარეობს წერეთლის კოშკზე სამშენებლო სამუშაოების განახლების გეგმის შემუშავება, რაზეც ჩვენ გავავრცელებთ ინფორმაციას დამატებით. გარდა ამისა, იურიდიული და სანებართვო საკითხების მოგვარებასთან ერთად, ეტაპობრივად განახლდება სამუშაოები არსებულ ყველა სხვა ობიექტზე.

    იმედს ვიტოვებთ, რომ სამშენებლო კომპანია „სვეტი“ შეძლებს აქტიურად დაბრუნდეს დეველოპერულ ბაზარზე და სულ მალე შევძლებთ შემოგთავაზოთ ახალი ინოვაციური პროექტები”, - ნათქვამია განცხადებაში.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები