მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 08  ივნისი  2018

    ბაკურიანში ყინულის მოედნის მშენებლობა იგეგმება

    რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბაკურიანში მრავალფუნქციური ყინულის მოედნის მშენებლობას გეგმავს.
    როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, პროექტის კონცეპტუალური გეგმა მუნიციპალური განვითრების ფონდში განიხილეს.
    შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯუანშერ ბურჭულაძე, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

    ბაკურიანში მრავალფუნქციური ყინულის მოედნის პროექტირება საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. საამშენებლო სამუშაოს დაწყება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები