მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 24  აპრილი  2018

    სასტუმრო კომპლექს „ბახტრიონი რიზორთის“ მშენებლობით ინვესტორთა ახალი ჯგუფი დაინტერესდა

    ახმეტაში სასტუმრო კომპლექს „ბახტრიონი რიზორთის“ მშენებლობით ინვესტორთა ახალი ჯგუფი დაინტერესდა. პროექტის განმახორციელებელი კომპანია White Group- ის დირექტორი, გიორგი გონჯილაშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ აღნიშნულ ინვესტორებთან მოლაპარაკება დაახლოებით 1 თვეში დასრულდება და უკვე ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი მათი ვინაობის გასაჯაროება.



    გონჯილაშვილი ამბობს, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხრიდან შექმნილმა პრობლემებმა პროექტის განხორციელება 2015 წლის ოქტომბრიდან შეაჩერა. შექმნილი გაუგებრობების გამო ბოლო პერიოდში პროექტზე უკვე ინვესტორების სამმა ჯგუფმა, მათ შორის ფრანგულმა „აკორ ჯგუფმა“, თქვა უარი.


    გონჯილაშვილი აცხადებს, რომ დააახლოებით სამწლიანი პაუზის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლება მათთან თანამშრომლობისთვის მზადაა.მისი თქმით, White Group-ი ახმეტაში 5 მილიონიანი პროექტის განხორციელებისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებს ერთ-ერთ ჯგუფთან, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგაც უკვე სამშენებლო პროექტი ახმეტის მერიას განსახილველად წარედგინება.
     

    მისი ინფორმაციით, პროექტის განხორციელებისთვის საჭიროა 3 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ეკონომიკის სამინისტროსგან შესყიდვაც, რომელიც როგორც გონჯილაშვილი აცხადებს, მშენებლობის ნებართვის გაცემის შემდეგ მოგვარდება.


    ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი განმარტავს, რომ White Group-ის მხრიდან მუნიციპალიტეტში დღემდე არანაირი სამშენებლო პროექტი არ შესულა.


    სამშენებლო კომპანია White Group ახმეტაში სასტუმრო კომპლექს „ბახტრიონი რიზორთის მშენებლობას, პრივატიზაციის მოთხოვნაზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის უარის გამო 2015 წლიდან ვერ ახერხებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსში იყო ეკონომიკის სამინისტროც.

     

     

    ტეგები


პარტნიორები