სიახლეები
-
23 აპრილი 2018
თქვენი რეკლამა
ახალციხეში ცემენტის საწარმო აშენდება
ახალციხეში ცემენტის საწარმო აშენდება. კომპანია „თენგო2000“ ცემენტის წარმოებას 2018 წლის ივნისში დაიწყებს და პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს. საწარმოს ამოქმედების პირველ ეტაპზე კომპანია 15 ადამიანის დასაქმებას შეძლებს.
„თენგო2000“ ბეტონის მწარმოებელი კომპანიაა და წარმოებას სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის დახმარებით აფართოებს.
კომპანია წლიურად 17,000 ტონა ცემენტის წარმოებასა და უახლესი ტექნოლოგიის დანადგარების შეძენას გეგმავს, რაც მას საშუალებას მისცემს ბაზარს მაღალხარისხიანი პროდუქცია მიაწოდოს.
სახელმწიფო პროგრამის წყალობით, კომპანია 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის მოცულობა კი 660 000 ლარია.
„აწარმოე საქართველოში ‒ ბიზნესის“ მიმართულების მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა. სააგენტოს მთავარი მისია ქართული საწარმოების მხარდაჭერაში, მოგების გაზრდასა და გლობალური კონკურენტუნარიანობის განვითარებაში მდგომარეობს. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მარტის თვის მონაცემებით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ კერძოდ ინდუსტრიული, სოფლის მეურნეობის, სასტუმროს და ქონების გადაცემის კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 344 პროექტი, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 850 მლნ ლარს აღემატება, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 14 000-ზე მეტ ადამიანს შეადგენს.ტეგები