მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 18  აპრილი  2018

    2010-2017 წლებში დედაქალაქში 4 ათას 220 საცხოვრებელი შენობა აშენდა

    2010-2017 წლებში დედაქალაქში 4 ათას 220 საცხოვრებელი შენობა აშენდა. ამის შესახებ მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაავრცელა. მათივე ცნობით, მშენებლობის ბუმი 2013 წელს დაფიქსირდა, როცა თბილისში 1 048 შენობაზე მუშაობა დასრულდა. ასეთივე მონაცემები ფიქსირდება 2016 წელსაც, როცა დედაქალაქში კიდევ 746 საცხოვრებლის მშენებლობა დასრულდა.

     


    რაც შეეხება მთელი ქვეყნის მასშტაბით დასრულებულ მშენებლობებს, „საქსტატის“ ინფორმაციით, 2010-2017 წლებში ქვეყანაში სულ 9 ათას 270 საცხოვრებელი შენობის მშენებლობა დასრულდა, განაშენიანების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი 2013 წელს დაფიქსირდა, როცა ქვეყანას 1 752 ახალი შენობა შეემატა. საქსტატის ცნობით, ასევე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება 2016 წელსაც, როდესაც 1 568 ახალი შენობა აიგო.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები