მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 16  აპრილი  2018

    მსოფლიოს უნიკალური ავტოსადგომები (ფოტოკოლაჟი)

    ავტომობილისთვის თავისუფალი საპარკინგე ადგილის ძებნა ყოველდღიური რუტინაა. ხშირად ეს პროცესი ისე გღლის, რომ ნეგატიურ ემოციას სასურველი ადგილის მიგნებით გამოწვეული სიხარულიც ვეღარ ფარავს. თუმცა, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ეს რუტინა, ალბათ, არც ისე მოსაბეზრებელია. ულამაზესი საპარკინგე ავტოფარეხის მეშვეობით, ყოველდღიური რუტინაც კი შესაძლებელია, სასიამოვნო და რაც მთავარია, სინტერესო გახდეს.
    წარმოგიდენთ სხვადასხვა ქალაქებში განთავსებულ უნიკალურ საპარკინგე ავტოსადგომებს, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, არა მხოლოდ პარკინგის პრობლემას მოგიგვარებთ, არამედ ავტომობილის გაჩერების სურვილსაც გაგიჩენთ.

     

    1.ავტოსადგომი ველბეკის ქუჩაზე (ლონდონი)
    ლონდონის დასავლეთით განთავსებული ეს ავტოსადგომი ბრუტალისტური არქიტექტურის თვალსაჩინო ნიმუშია. შენობის ავტორია მაიკლ ბლამპიდი.

     

    2.ავტოსადგომი მაიამიში, Lincoln Road-ზე
    მაიამის სამხრეთ სანაპიროზე ამ ავტოფარეხის მშენებლობა 2010 წელს დასრულდა. ის, მისი დიზაინით, ბანქოს სახლს ჰგავს. შენობა შვეიცარულმა არქიტექტურულმა კომპანია Herzog & de Meuron-მა ააგო.

     

    3.Marina Towers (ჩიკაგო)
    ბერტრანდ გოლდბერგის მიერ აგებული ორი “ტყუპი” კოშკი, რეალურად, საცხოვრებელი სახლების ერთობლიობაა, თუმცა მათ ქვედა ნაწილში განთავსებულია საპარკინგე სივრცე ადგილობრივებისთვის, სადაც მოსახლეობა საკუთარ ავტომობილებს აყენებს.

     

    4.სანტა-მონიკას საქალაქო პარკინგის შენობა (კალიფორნია)
    ეს მშვენიერი, ფერადი შენობა კომპანია Moore Ruble Yudell Architects-ის მიერაა აგებული. ის 2008 წელს აშენდა და ქვეყნის პირველ სერტიფიცირებულ საპარკინგე ავტოსადგომს წარმოადგენს.

     

    5.Parc des Celestins (ლიონი, საფრანგეთი)
    ლიონში მდებარე მიწისქვეშა ავტოსადგომი მიშელ ტარგმა და ჟან-მიშელ ვილმორტმა ააშენეს.

     

    6.”ბიბლიოთეკა” ავტოსადგომი (აშშ, მისურის შტატი, კანზას-სიტი)
    ავტოსადგომ “ბიბლიოთეკაზე” მუშაობა 2004 წელს დასრულდა. თუ რატომ ჰქვია მას ეს სახელი, ალბათ, ყველასათვის ნათელია.

     

     

     

     

    ტეგები