მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 16  აპრილი  2018

    ბათუმში, ალიანს პალასის პროექტზე ქართული ასოების დამზადება მიმდინარეობს

    ,,ალიანს პალასს’’, რომელიც ბათუმში "ქორთიარდ მარიოტის" აშენებს, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გაფრთხილება მისცა.

    ამ ეტაპზე, მშენებარე ობიექტზე სახელწოდება მხოლოდ ლათინურად არის მითითებული. დიდი ზომის ასოების სამონტაჟო სამუშაოები კომპანიამ 11 აპრილს დაასრულა.

    გამოჩნდება თუ არა ქართულენოვანი წარწერაც?

    კომპანია ,,ალიანს პალასის’ კონსულტანტმა გვითხრა, რომ აღნიშნულ საკითხზე კომენტარს მოგვიანებით, კომპანიის მენეჯმენტთან კონსულტაციის შემდეგ გააკეთებენ.

    თუმცა ბათუმის ვიცე-მერმა დაზუსტებით იცის, რომ ქართული ასოები უკვე მზადდება და წარწერაც შენობაზე მალე განთავსდება. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან კომენტარი თენგო პეტრიძემ გააკეთა.

    ‘’სასტუმრო მშენებარეა, ამიტომ დარღვევა ფიქსირდება ამას ვერ ვიტყვით, თუმცა ზედამხედველობის სამსახურმა კომპანია მაინც გააფრთხილა. მიმდინარეობს ქართული ასოების დამზადება და დამონტაჟდება. ჩვენს მითითებამდეც ჰქონდათ ეს გათვალისწინებული" - აცხადებს თენგო პეტრიძე.

    ,,სახელმწიფო ენის შესახებ კანონში’’ აღნიშნულია, რომ საჯარო ინფორმირებისთვის განკუთვნილი წარწერის სახელმწიფო ენაზე წარმოდგენა სავალდებულოა. ამავე კანონის მიხედვით, არასახელმწიფოენოვანი ტექსტის შრიფტი სახელმწიფოენოვანი ტექსტის შრიფტზე დიდი არ უნდა იყოს. 

     

     

     

    ტეგები