მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 16  აპრილი  2018

    დეველოპერები თბილისის ცენტრალურ უბნებში ახალაშენებულ ბინებზე ფასის ზრდას ვარაუდობენ

    თბილისის ცენტრალურ უბნებში ახლადაშენებულ ბინებზე ფასი კიდევ უფრო გაიზრდება. ამის შესახებ „კომერსანტს“ სამშენებლო-დეველოპერული კომპანია GDG + -ს დამფუძნებელმა ბეჟან წაქაძემ მას შემდეგ განუცხადა, რაც Colliers International Georgia-მ 2017 წლის უძრავი ქონების ბაზრის კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, 2017 წელს ახალაშენებულ ბინებზე ფასი 7%-ით, ხოლო ძველ პროეტებში 1%-ით შემცირდა.



    როგორც წაქაძე აცხადებს, დღეს ფაქტობრივად, მშენებლობამ გარეუბნებში (გლდანი, მუხიანი და ვაზისუბანი) გადაინაცვლა.ანუ იქ, სადაც მიწოდება ბევრად დიდია, ვიდრე მოთხოვნა.



    „დღეს მოსახლეობა საცხოვრებლად გარეუბნებს ირჩევს იმიტომ, რომ იაფფასიანი სეგმენტია, დაბალი ფასებია. 450 -500 აშშ დოლარია 1 კვადრატული მეტრი ფართის ღირებულება. ამ ფასად იგივე საბურთალოზე ბინას ვერსად ვერ იშოვი. მშენებლობა რომ ძირითადად ქალაქის გარეუბნებში მიმდინაროებს, მეორე მიზეზია ის, რომ თბილისის ცენტრალურ უბნებში ძალიან გართულდა პროექტების და კოეფიციენტების აღება. მთაწმინდაზე ალბათ 20 პროცენტით მაინც გაძვირდა ახალაშენებული ბინები, ახლა კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ამ უბნებში მოთხოვნია დიდია, თუმცა, ასაშენებელი ფართი მცირე“-აცხადებს წაქაძე.



    მისი თქმით, დღეს პროექტის მოძიება და მშენებლობის განხორციელება საბურთალოზეც კი გართულდა.

    წაქაძის განმარტებით, უბნების მიხედვით რომ ჩატარდეს კვლევა, სრულიად სხვა შედეგი დადგება.ცენტრალურ უბნებში პირიქით გაძვირდა, ეს ეხება საბურთალოს, ვაკეს, ვარას, სოლოლაკს და ა.შ.



    „ახლა მშენებლობის პროცესები შეჩერდა,ახალი პროექტების განხორციელება ნელი ტემპით მიდინარეობს. ეს ტენდენცია კი რამდენიმე თვეში ბაზარზე აისახება. ვვარაუდობ, რომ ფასები პირიქით მოიმატებს. ამის მიზეზი კი თბილისის მერიაში მიმდინარე სტრუქტურული რეორგანიზაციია. თბილისის არქიტექტურული და ურბანული დაგეგმარების სამსახურები გაიყო და ცალ-ცალკეა. ესენი სანამ დალაგდებიან დრო უნდა. დღეს რომ პროექტი შეიტანო, მის დამტკიცებას დაახლოებით 6-7 თვე უნდა ელოდო. რიგებია“-აცხადებს წაქაძე.



    დეველოპერული კომპანია „რედკოს“ პროექტების მენეჯერი მალხაზ კუნელაური აცხადებს, რომ ზოგადად ფასებს მოთხოვნა განაპირობებს. მშენებარე ობიექტების მიმართ შესაძლებელია ნაკლები უნდობლობა იყოს, რადგან როდესაც ობიექტი დაუსრულებელია, კლიენტს იქ ფულის გადახდას ურჩევნია უკვე დასრულებულ მშენებლობებში იყიდოს ბინა.



    „აქ მომხმარებელს აქვს თავისი რისკები და შიშები, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ეს შედეგი ამის საფუძველზე იყო. თუმცა, დასაზუსტებელია, „კოლიერსმა“ კვლევაში ახალაშენებულებში დასრულებული იგულისხიმა თუ მშენებარეები“-აცხადებს კუნელაური.