მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 05  აპრილი  2018

    აღმაშენებლის გამზირზე IBIS-ის ბრენდის 3 ვარსკვლავიანი სასტუმრო დეკემბერში გაიხსნება (ფოტო)

    აღმაშენებლის გამზირზე „აკორის“ ჯგუფში შემავალი წითელი IBIS-ის ბრენდის 3 ვარსკვლავიანი სასტუმრო 2018 წლის დეკემბერში გაიხსნება. ამის შესახენ „კომერსანტს“ პროექტის მფლობელმა კომპანია „ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტის“ ხელმძღვანელმა დავით გელბახიანმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, უკვე დასრულებულია მშენებლობა და ამ დროისთვის შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

    გელბახიანის განცხადებით, IBIS-ის სასტუმრო 150 ნომრიანი იქნება, ნომრების გარდა აქ განთავსდება ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა, რესტორანი, ბარი და სხვა. საინვესტიციო ღირებულება 7 მილიონი დოლარია.

    „ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კომპლექსი შედის ასევე 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა, რომელიც 20 ნომრიანი იქნება. გარდა ამისა, ობიექტი გადაწყვეტილი იქნება ქართულ სტილში, ქართულ ნაციონალურ სეგმენტში. აღნიშნული პროექტის ღირებულება 3 მილიონი დოლარია. „ორ სასტუმროს საერთო ეზო ექნება“ აცხადებს გელბახიანი.

     

    მისივე თქმით, მეორე სასტუმროს დასრულება 2019 წლის გაზაფხულზე იგეგმება და მისი მმართველი „ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი“ იქნება. როგორც გელბახიანი აცხადებს, აღნიშნული სასტუმრო ოპერირებას Hotel 1930-ით გააგრძელებს. „ეს შენობა 1930 წელს არის აშენებული.“-აცხადებს გელბახიანი.





    მისივე განმარტებით, „ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი“ სასტუმროების დეველოპმენტ კომპანიაა, რომელიც უკვე ფლობს ერთ ჰოსტელს ვაკეში. ირკვევა, რომ ამავე კომპანიის პროექტი იყო სასტუმრო „მერკური“ თბილისში.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები