მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 29  მარტი  2018

    კომპანია “არეა” ბაკურიანში 25 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავს

    კომპანია “არეა” ბაკურიანში 25 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავს, სადაც 600 000 ლარის ინვესტიციას განხორციელებს.

    კომპანიამ სახელმწიფოსგან 163 000 ლარად, პირდაპირი მიყიდვით ბაკურიანში 1 680 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეიძინა, რაზეც 2 წელიწადში 25 ნომრიან სასტუმროს და 25 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს მოაწყობს.

    საპრივატიზაციო ხელშეკრულების მიხედვით, "არეას" ვალდებულება ეკისრება ტერიტორია გაამწვანოს და გარე განათებები დააყენოს.

    საპრივატიზაციო თანხა 163 000 ლარი, კომპანიამ ერთ თვეში უნდა დაფაროს.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები