მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 26  მარტი  2018

    დედა ენისა და 9 მარტის ბაღებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

    თბილისში დედა ენისა და 9 მარტის ბაღების რეაბილიტაციის უფლების მოსაპოვებლად ერთმანეთს ორი კომპანია ეჯიბრება. შპს "დაგმა“ და შპს "ჯავამ" საკუთარი განაცხადები და დოკუმენტაცია სატენდერო ველში უკვე განათავსეს. ახლა სატენდერო კომისიამ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და შეთავაზებული ფასის მიხედვით გამარჯვებული უნდა გამოავლინოს.

    "თბილისი განვითარების ფონდმა" რომელიც შემსყიდველი მხარეა, სამუშაოების სავარაუდო ღირებულებად 4,5 მილიონი ლარი განსაზღვრა. გამარჯვებულმა კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 თვეში უნდა დაასრულოს.

    შპს "დაგი" 2003 წელს დაფუძნებული კომპანიაა და მსხვილი სახელმწიფო შესყიდვებში აქტიურად მონაწილეობს. იგი ერთადაერთი პრეტენდენტია "ბიზნეს სახლის“ მშენებლობის 71 მილიონიან პროექტის ტენდერშიც. რაც შეეხება შპს "ჯავას", ის 2006 წელსაა დაფუძნებული და სახელმწიფო ტენდერებში ეს კომპანიაც მონაწილეობს, მას უკავშირდება ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისა და შუამთის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტები.

     

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები