სიახლეები
-
19 მარტი 2018
თქვენი რეკლამა
კომპანია „კულა“ ახალციხეში ახალი ქარხნის მშენებლობას ახორციელებს
საკონსერვო კომპანია „კულა“ შემოდგომაზე ახალციხეში ახალ ქარხანას გახსნის. ამის შესახებ „კომერსანტთან“ კომპანიის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა გოჩა არჩვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ახალი ქარხანა ბიო პროდუქტების წარმოებაზე იქნება ორიენტირებული. საუბარია, წვენების წარმოებაზე.
მისი თქმით, ბიო პროდუქტების წარმოება ზოგადად რთული პროცესია და ის შედარებით დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, „კულას“ მ იერ წარმოებული ახალი ბიო პროდუქტები შედარებით ძვირიან სეგმენტში გაიყიდება.
„ბაზრის შესწავლის გარეშე არ მოხდება არაფრის წარმოება. მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველოშიც, ძალიან მოთხოვნადია უშაქრო წვენები. შესაბამისად, ჩავთვალეთ და დარწმუნებულები ვართ, რომ ბიო წარმოება საქართველოში მოთხოვნადი იქნება“-განმარტავს არჩვაძე.კომპანიას ახალი ხაზის და აღნიშნული ხაზის ამოქმედება ჯამში დაახლოებით 2 მილიონი დოლარი დაუჯდება. კომპანია ნედლეულს ადგილობრივებისგან ჩაიბარებს.
არჩვაძის განცხადებით, ქარხნის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია შესული. გამოშვებული პროდუქტი გაიყიდება როგორც ექსპორტზე, ისე ადგილობრივ ბაზარზე.
შეგახსენებთ, კომპანია „კულას“ ჯამში 3 ქარხანა აქვს. სამივე გორის რაიონის სოფელ კარალეთში მდებარეობს. პირველი - „კულას“ ქარხანა, მეორე - ხორცის კონსერვების გადამამუშავებელი ქარხანა, მესამე - კომპანია „ჯეო კონცენტრატი“, რომელიც პროდუქციას „კულას“ ბრენდით აწარმოებს.ტეგები