მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 12  მარტი  2018

    "ბათუმი სპორტული ღონისძიებების მასპინძელ ქალაქად უნდა გადაიქცეს"

    მიმდინარე წელს ბათუმში ახალი სპორტული კომპლექსის და მრავალფუნქციური სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულდება. 3 400 მაყურებელზე გათვლილი კომპლექსის მშენებლობა დაახლოებით 23 000 კვ. მეტრ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. სხვადასხვა სპორტული სახეობების სექციების გარდა კომპლექსის ტერიტორიაზე 138 ადგილიანი სასტუმროც აშენდება.

    ბათუმის მერიას, გეგმაში აქვს ქალაქი საერთაშორისო სპორტული ღონისძიებებისთვის საინტერესოდ აქციოს, რითიც ბათუმი ტურისტებს არასაზღვაო სეზონზეც მიიზიდავს.

    2020 წელს დასრულდება 20 000 მაყურებელზე გათვლილი ფეხბურთის სტადიონის მშენებლობა, რომელიც უეფა-ს IV კატეგორიის მოთხოვნათა შესაბამისად არის დაპროექტებული.

     

     



    ბათუმში უკვე მოქმედებს სარაგბო სტადიონი და ორი მოედნისგან შემდგარი სპორტული ბაზა.

    „აღნიშნული სპორტული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება ხელს შეუწყობს ბათუმის გადაქცევას საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მასპინძელ ქალაქად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სპორტული ტურიზმის განვითარებას. დაგეგმილი და მიმდინარე მსხვილი სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების გათვალისწინებით, ქალაქის მერია ცენტრალურ და რეგიონულ მთავრობასთან მჭიდრო კოორდინაციით შეიმუშავებს შესაბამისი უბნების განვითარების კონცეფციას სპორტული დაწესებულებების სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის საჭირო სერვისებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით და წარუდგენს მათ განსახორციელებლად ინვესტორებს.“ - ნათქვამია ბათუმის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტში.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები