სიახლეები
-
22 თებერვალი 2018
თქვენი რეკლამა
ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე გრძელი საზღვაო ხიდის მშენებლობა დასრულდა ( +ვიდეო )
ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე გრძელი საზღვაო ხიდის მშენებლობა დასრულდა.
თებერვალში სახელმწიფო კომისიამ მისი გამოცდის დაწყება დაუშვა. ხიდი ჰონგკონგს, ჩჟუხაის და მაკაოს ერთმანეთთან აკავშირებს.
55 კილომეტრიანი ხიდი 3 ხელოვნურ კუნძულს და წყალქვეშა გვირაბს აერთიანებს. ხიდის მშენებლობა 8 წელი მიმდინარეობდა. პროექტის ღირებულება კი დაახლოებით 16 მილიარდი დოლარია.
მისი შემქნელების თქმით, ხიდს შეუძლია 8-ბალიან მიწისძვრას გაუძლოს. მისი ექსპლუატაციაში შესვლა 2018 წლის მეორე ნახევარში იგეგმება.ტეგები