სიახლეები
-
18 თებერვალი 2018
თქვენი რეკლამა
26 წლის ახალგაზრდა მშენებლობიდან გადმოვარდა
უბედური შემთხვევა გურჯაანში - სპირტის ქარხანაში მომუშავე ახალგაზრდა მამაკაცი მშენებლობიდან გადმოვარდა.
26 წლის დათო ოდიკაძე ობიექტზე მიმდინარე მშენებლობიდან იმ დროს გადმოვარდა, როცა ის შემდუღებლებს სპეციალურ ელექტრო სადენებს აწვდიდა.
ოდიკაძე ადგილზე გარდაიცვალა.
დაღუპულის ოჯახი ვარაუდობს, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო, ისინი დამნაშავის დასჯას მოითხოვენ.
ბრალდებას უარყოფს ქარხნის დირექტორი. ლადო ფოთოლაშვილის ინფორმაციით, სამუშაო, რომელსაც ახალგაზრდა ასრულებდა, მის მოვალეობაში არ შედიოდა.
მისივე თქმით, უბედური შემთხვევს დროს, მუშას ფეხი დაუცდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 240- ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
წყარო: დაიჯესტი.ჯიტეგები