მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 14  თებერვალი  2018

    ბათუმში სტადიონის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

    ბათუმის "დინამოს" ფან-კლუბმა, "შავი ზღვის მეკობრეებმა" სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გაავრცელა ფოტოები, რომელმაც ბათუმელი და საერთოდ, ქართველი გულშემატკივარი ძალაინ გაახარა, რადგან იქ ასახულია ბათუმის ახალი სტადიონზე საძირკვლის ჩასხმის პროცესი.

    ბათუმის სტადიონი კი 2006 წელს დაანგრიეს და მას არა მხოლოდ ბათუმელი და აჭარელი გულშემატკივრები, სრულიად საქართველო ელოდა იმ ბედნიერ დღეს, რომ ბულვარში დანგრეული არენის ნაცვლად ახალი აშენდებოდა.

    12-წლიანი დაპირებების, ათასი ტენდერისა და თვალისასახვევად გამოფენილი მაკეტების შემდეგ, სტადიონის მშენებლობა რეალურად დაიწყო. ბათუმის "დინამოს" ფან-კლუბის გავრცელებულ სურათებზე კარგად ჩანს, რომ მანქანათმშენებლობის ქარხნის ტერიტორიაზე პირველი ეტაპის სამუშაოები და საფუძვლის ჩაყრა დაწყებულია.

     

     

     

     

    ტეგები