მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 13  თებერვალი  2018

    იაპონიაში 70-სართულიან ხის ცათამბჯენს ააშენებენ

    იაპონურმა კომპანიამ Sumitomo Forestry ჯერ კიდევ გასულ წელს გააკეთა განცხადება, რომ ტოკიოში 70 სართულიანი ხის ცათამბჯენის აშენებას გეგმავს. მიმდინარე კვირაში კომპანიამ უჩვეულო ნაგებობის მშენებლობის დეტალური გეგმა წარმოადგინა, - წერს Nikkei Asian Review.


    წინასწარი გათლებით, იაპონური კომპანია ხის ცათამბჯენის ასაშენებლად 5.5 მილიარდ აშშ დოლარს დახარჯავს და 185,000 კუბური მეტრ ხის სამშენებლო მასალას გამოიყენებს. 350 მეტრი სიმაღლის ცათამბჯენი მსოფლიოში პირველი 70 სართულიანი ხის ნაგებობა იქნება. ამჟამად იაპონიაში ხის სახლების მაქსიმალური სიმაღლე 7 სართულს არ აღემატება, ამიტომაც ავტორების აზრით, პროექტი თავისთავად უნიკალური იქნება. ცათამბჯენის კონსტრუქცია ფოლადის კარკასით გამაგრდება, რაც მას საშუალებას მისცემს, რომ მიწისძვრას გაუძლოს. შენობის საერთო ფართობი 450,000 კვადრატულ მეტრზეა გათვლილი, სადაც ოფისები, სასტუმროები და ბინები განთავსდება. გათვლების მიხედვით, უნიკალური ცათამბჯენის მშენებლობაში დახარჯული მასალები საკმარისი იქნებოდა რვა ათასი სტანდარტული ხის სახლის ასაშენებლად. 70 სართულიანი ხის ცათამბჯენის მშენებლობის დასრულება 2041 წლისთვის არის დაგეგმილი.

     

     

     

     

    ტეგები