მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 13  თებერვალი  2018

    მცხეთაში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი შენდება

    მცხეთის აგურის ქარხნის დასახლებაში მრავალფუნქციური სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. სპორტული კომპლექსი შედგება ორი დამოუკიდებელი შენობისაგან.

    პროექტი მოიცავს 2 დახურულ საცურაო აუზს, აქედან: ერთი პატარა მოცულობით 10x6 მ-ზე და ერთი დიდი აუზი მოცულობით 25x16.5 მ-ზე, სავარჯიშო ოთახებთან ერთად.

    დახურული მრავალფუნქციური სპორტული დარბაზი 44x20 მ-ზე, რომლებშიც განთავსებული იქნება გასახდელები და საშხაპეები.

    მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება. პროექტის ღირებულება 6 მილიონი ლარია.

     

     

     

    ტეგები