მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 13  თებერვალი  2018

    მისასალმებელია, რომ არის მშენებლობა და აღმშენებლობა, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ხარისხიანად

    ის, რომ ქალაქი ვითარდება, არის მშენებლობა და აღმშენებლობა, მისასალმებელია, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ხარისხიანად და სწორად, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

    “ის, რომ მშენებლობის ნებართვები გაცემულია, ამაში საგანგაშო არაფერია. მთავარია ის, რომ არის კონკრეტული ადგილები, სადაც მშენებლობის განხორციელება პრობლემაა. ეს არ არის გუშინ და დღეს დაწყებული პრობლემები, წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემებია. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება მოგვარება და მუშაობა დაწყებული გვაქვს. კონკრეტულ ნაბიჯებს და ღონისძიებებს უახლოეს დღეებში წარმოვადგენთ. ის, რომ ქალაქი ვითარდება, არის მშენებლობა და აღმშენებლობა, მისასალმებელია, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ხარისხიანად და სწორად. თუ ნებართვა არის პრობლემური, პრობლემას უქმნის კონკრეტულ ლოკაციას და არასწორია მშენებლობის განხორციელება ქალაქისთვის, რა თქმა უნდა, ზომები იქნება მიღებული”, – განაცხადა კალაძემ.

     

     

     

    ტეგები