მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 12  თებერვალი  2018

    „რეგულაციები, რომლებიც შრომითი უსაფრთხოების პირობების უზრუნველყოფისათვის გატარდა, არაეფექტურია“

    შრომის უსაფრთხოების პირობები და მასთან დაკავშირებული საკითხები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. საზოგადოება აქტიურად მსჯელობს იმაზე, თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული პრობლემები. წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი მუდმივად იზრდება, რაც სხვადასხვა „სტატისტიკური“ მონაცემითაც მტკიცდება.

    „ის რეგულაციები, რომლებიც მოქმედ კანონმდებლობაში შრომითი უსაფრთხოების პირობების უზრუნველყოფისათვის გატარდა, არაეფექტური აღმოჩნდა. ძირითადი ნაწილი ეხება შრომით პირობებს, რომლებიც სამშენებლო სფეროში მუშებთან დაკავშირებით ფიქსირდება. უცხო არავისთვისაა, რომ ამ და სხვა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობის სფეროებში დასაქმებული ადამიანები უზრუნველყოფილები უნდა იყვნენ
    ისეთი უსაფრთხო პირობებით, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებით არის დადგენილი და აღიარებული. 


    საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დამსაქმებელმა დასაქმებულს სრული ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ყველა იმ ფაქტორის შესახებ, რომელიც მის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა ან ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებაზე მოქმედებს. გარდა ამისა, დამსაქმებელი მუდმივად უნდა ცდილობდეს, უსაფრთხოების პრევენციული სისტემის დანერგვით, თანამედროვე, უსაფრთხო ან ნაკლები საფრთხის შემცველი ტექნოლოგიების გამოყენებით, დასაქმებულთა სათანადო ინფორმირებით და მაქსიმალური პრევენციული ზომების მიღებით დასაქმების ადგილებში შრომის პირობები გააუმჯობესოს.

    სახელმწიფოში აუცილებელად უნდა არსებობდეს შესაბამისი მექანიზმი, რომელიც დასაქმების ადგილებში შრომის პირობებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის კანონმდებლობასთან/სტანდარტთან შესაბამისობას შეამოწმებს და ეფექტურ ზომებს მიიღებს. თუმცა, სამწუხაროდ ასეთი მექანიზმი ამ დრომდე ვერ მივიღეთ.

    შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შექმნილი შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქცია სწორედ აღნიშნული უსაფრთხოების ნორმების დაცვის გაკონტროლებაა, ეფექტურად ვერ ახორციელებს იმ ფუნქციებს, რაც მის კომპეტენციაშია; არ გვევლინება ეფექტურ და აღსრულებადი მექანიზმებით აღჭურვილ ორგანოდ, მხოლოდ რეკომენდაციების გაცემით შემოიფარგლება, რაც შესასრულებლად სავალდებულოც კი არ არის.
    აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით არა მარტო სახელმწიფოს, არამედ უშუალოდ კომპანიებსაც აქვთ გარკვეული პასუხისმგებლობა, უზრუნველყონ და შექმნან ორგანიზებული სისტემა, რითაც კანონმდებლობის დონეზე დაარეგულირებენ და აღმოფხვრიან სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობისგან მოსალოდნელ რისკებს.

    ბოლო პერიოდში, როცა შრომის უსაფრთხოებასთან, მით უფრო სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრება დადგა დღის წესრიგში, სამშენებლო კომპანიების მხრიდან გაჟღერდა ერთგვარი საპროტესტო წინადადებები, რომ თითქოს ეს რეგულაციები მათ საქმიანობას ფინანსურ ხარჯებს გაუზრდის.

    სამწუხაროდ, ამ კომპანიებს ავიწყდებათ, რომ სიცოცხლის უფლება არის უპირატესი უფლება, რაც შეიძლება, ადამიანს გააჩნდეს და როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, იქ არ შეიძლება, ვინმე ისეთ საკითხზე აპელირებდეს, როგორიცაა ფინანსური ხარჯების გაზრდა.


    წყარო: myadvokat.ge

     

     

     

    ტეგები