მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 12  თებერვალი  2018

    ბიზნეს სახლის 71 მილიონიანი პროექტის მშენებლობისთვის სამი კომპანია შეეჯიბრება

    71 მილიონიანი პროექტის - თბილისში ბიზნეს სახლის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების უფლების მოსაპოვებლად ერთმანეთს სამი კომპანია შეეჯიბრება.

    შპს "დაგმა", "სამშენებლო -სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია აკკორდმა" და ამხანაგობა "ბიზნეს სახლმა" მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში საკუთარი წინადადებები წარადგინეს. ამჟამად ფონდის სატენდერო კომისია წინადადებების შესწავლითაა დაკავებული.

    შპს "დაგი" ქართული კომპანიაა, რომელსაც არაერთ სახელმწიფო ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორისაა მესტიის ცენტრისა და წყალტუბოს რეაბილიტაცია, ასევე სასტუმრო ანაკლიისა და განმუხურის ამფითეატრის მშენებლობა. თუმცა მესტიის რეაბილიტაციის 23 მილიონიანი პროექტი, რამდენიმე წლის წინ სადაო გახდა. მესტიის მუნიციპალიტეტი კომპანიისაგან 6 მილიონი ლარის უკან დაბრუნებას ითხოვდა.

     

     

    "სამშენებლო -სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია აკკორდი" კი აზერბაიჯანული კომპანიის ფილიალია საქართველოში, რომელიც 2010 წელსაა დაფუძნებული, რაც შეეხება ამხანაგობა "ბიზნეს სახლს" მის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტსა და ბიზნეს რეესტრში არ იძებნება.



    ბიზნეს სახლი სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის ახლებურ მოდელს წარმოადგენს, რომელიც ბიზნესისა და იურიდიული პირებისთვის, სხვადასხვა სამინისტროსა თუ სახელმწიფო უწყებაში გაფანტული სერვისების ერთ სივრცესა და ერთიან ელექტრონულ პლატფორმაზე მიწოდებას ითვალისწინებს
    ჯამში, საუბარია 600-ზე მეტ მომსახურებაზე, რომელსაც ბიზნესი დღეს სახელმწიფოს მხრიდან იყენებს და ყველა მათგანი ერთ სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი.
    ავტორი: თამუნა დემეტრაშვილი.

     

     

     

    ტეგები